9, 23, 11, 87, 96
დღეს თამაშისთვის წარუმატებელი რიცხვებია: 2, 51, 73
დღეს წარმატება გელით შემდეგ თამაშებში: რულეტკა, ბლექ ჯეკი
" />
დღევანდელი ჰოროსკოპი
ეცადეთ უფრო აქტიური მოთამაშის სახელი დაიმკვიდროთ აზარტის სამყაროში. დღის მეორე ნახევარი მოგების თვალსაზრისით ბევრად უფრო მომგებიანი იქნება.
დღეს თამაშისთვის იღბლიანი რიცხვებია : 9, 23, 11, 87, 96
დღეს თამაშისთვის წარუმატებელი რიცხვებია: 2, 51, 73
დღეს წარმატება გელით შემდეგ თამაშებში: რულეტკა, ბლექ ჯეკი
გააზიარე ფეისბუქზე
ზოგადი ჰოროსკოპი
საერთო აღწერა

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ ცხოვრებისეული სიმყარე და მოთმინებით სვლა კარგი შედეგისკენ. ისინი ამაყობენ საკუთარი ნიჭით, მართალია ზოგჯერ უსაფუძვლოდ, და თუ ზარმაცები არ არიან, ძალას არ იშურებენ, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები განივითარონ. თხის რქები იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, ვისაც შეუძლია ისწავლოს მთელი ცხოვრების მანძილზე.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გარესამყაროსთან ურთიერთობა არ უადვილდებათ: ისინი ამაყები არიან და დამოუკიდებლები ჩანან, მაგრამ ხშირად იტანჯებიან იმით, რომ გარშემომყოფთა სიმპათიას ვერ იმსახურებენ ან საკუთარი მოსაზრების დათმობა უწევთ. ერთი სიტყვით, თხის რქები კმაყოფილდებიან ვიწრო, მაგრამ თანამოაზრეებისგან შემდგარი წრით.
გარდა ამისა, ისინი ვერ იტანენ სხვებზე დამოკიდებულებას, ამიტომ ხშირად ნაკლებად ცნობილი ადამიანების კამპანიას მარტოობას ამჯობინებენ.
თხის რქები დიდწილად ეგოისტები არიან, თუმცა საკუთარ თავს სხვებზე უკეთესებად არ თვლიან; უფრო მეტიც, ბევრ თხის რქას მთელი ცხოვრება უწევს კომპლექსებთან ბრძლა და მთელ სამყაროზე განაწყენებულნი არიან, რომ სათანადოდ არ დააფასეს.
გარეგნულად მშვიდი თხის რქის ხასიათში იმალება მისი ლტოლვა ლიდერობისა და ძალაუფლებისკენ, რომელსაც ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან დგებიან ყველაზე დიდი ტირანები, თუ მათ არ აკავებთ ტრადიციები და ზნეობრივი ნორმები, რომლების მიმართ ერთგულებას თხის რქები ნამდვილად იცავენ.
მამაკაც-თხის რქას ახასიათებს გაუბედაობა, რომელიც ძლიერ ხასიათს ერწყმის. ასეთი ადამიანი ელის შექებას, მისი დამსახურებების აღიარებას, მაგრამ ღიად ამის თხოვნის ერიდება. თხის რქები ბავშვობაში ადვილად ემორჩილებიან უფროსებს, სამაგიეროდ მოზრდილ ასაკში ეწყებათ ხასიათის ცვლა, ხდებიან მეამბოხე და ამ დროს უფრო ემსგავსებიან მოზარდს. დაახლოებით ამავე პერიოდში მამაკაცი-თხის რქები ეძლევიან რომანტიკას.
ქალი-თხის რქები, მაშინაც კი, როცა კარიერის მწვერვალზე არიან, ყველაზე მეტად ოჯახს აფასებენ. შესანიშნავი ხელფასი და პრესტიჟული თანამდებობა არ აკმაყოფილებთ მათ თუ არ ჰყავთ მეუღლე, რომელიც აფასებთ და არ ქვთ კარგად მოწყობილი, მყუდრო სახლი. ასეთი ქალები იშვიათად ფიქრობენ თავიანთი ქცევის მიზეზებზე და არგუმენტაციას "ასე უფრო სასიამოვნოა" ან "ასეა საჭირო" - აბსოლიტურად საკმარისად თვლიან. შეიძლება სწორედ ამიტომ ქალი-თხის რქები იშვიათად არიან ვულგარულნი ან უხეშები; მათთვის საკმარისია იმის თქმა, რომ მსგავსი საქციელი საზოგადოებაში გაუმართლებელია და უხერხული სიტუაცია აღარ განმეორდება.

ცნობილები:

ედგარ ალან პო, ისააკ ნიუტონი, ჟანა დარკი, მონტესკიე, ჰენრი შლიმანი, არისტოტელე ონასისი, რიჩარდ ნიქსონი, მაო ცზედუნი, ანრი მატისი, პოლ სეზანი, მარლენ დიტრიხი, მუჰამედ ალი, ლუი შევროლე, ჯერომ სელინჯერი, მელ გიფსონი, რიკი მარტინი, ადრიანო ჩელენტანო, მიხაელ შუმახერი, ენი ლენოკსი, ელვის პრესილი, კევინ კოსტნერი, მერლინ მენსონი, ნიკოლას კეიჯი, დევიდ ბოუი, როდ სტიუარტი და სხვები.

სტიქია

თხის რქა – მიწის ნიშანია, რითაც აიხსნება ამ ნიშნის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ხასიათის სიმტკიცე.
მიწას შეიძლება შეეხო, დაინახო, აწონო; ცოტა ვინმეს თუ გაუჩნდება ეჭვი მისი რეალურობის შესახებ. სწორედ ამ კატეგორიებში ფიქრობენ თხის რქები - ილუზიები, აბსტრაქტული აზროვნება და იდეალების წარმოდგენა მათ არ ახასიათებთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ხშირად მიმართავენ რჩევისათვის და ითვალისწინებენ კიდეც, რადგან თხის რქების აზროვნება გამჭვირვალეა, ხოლო ფასეულობები - მატერიალური.
მიწის წიაღი სავსეა სიმდიდრით, მაგრამ იქამდე მისვლა ადვილი ნამდვილად არ არის. თხის რქების ღირსებები დაფარულია უცხოებისგან, სამაგიეროდ დაინტერესებულ მაძიებელს დახვდება ნამდვილი განძი: ერთგული მეგობარი, პატიოსანი პარტნიორი, პასუხისმგებლიანი თანამშრომელი, სამართლიანი ხელმძღვანელი ან ერთგული შეყვარებული.
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან საქციელს თხის რქები შეუმჩნევლად სჩადიან, ხოლო წარმატების მწვერვალზე ნელა ადიან.
თხის რქებს შეუძლიათ სწორად გადაანაწილონ ის, რაც მათ აქვთ, აფასებენ სამსახურსა და ოჯახში სტაბილურობას.

კაერიერა და პროფესიები

ბევრი თხის რქა წარმატებას აღწევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მთამსვლელობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა. ზოგიერთი მათგანი შეუდარებელი სპეციალისტია საიუველირო და ანტიკვარიატის სფეროში. თხის რქებში არიან ამბიციების მქონე და ძალაუფლების მოპოვების მსურველები, ისინი ძირითადად პოლიტიკაში ან ადმინისტრაციულ სფეროში მიდიან.
შეუპოვრობა, აკურატულობა, პასუხისმგებლობა და მოთმინება თხის რქას ხდის ძვირფას თანამშრომლად უფროსობის თვალში, ხოლო თანამშრომლები მასში უფრო კონკურენტს დაინახავენ, ვიდრე სასიამოვნო ადამიანს და კოლეგას. საუკეთესო შედეგებს თხის რქები აღწევენ იმ შემთხვევაში, როცა მარტო მუშაობენ, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ცალკე კაბინეტის ქონას.
თხის-რქა ხელმძღვანელები დესპოტები და ზედმეტად მომთხოვნები არიან. უფრო ეშმაკები არ იშურებენ დროს თანამშრომლებთან გასაუბრებისთვის, შეისწავლიან მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს, შემდეგ ხდებიან მათი მანიპულატორები.
თხის რქებს მთელი ცხოვრება შეშურდებათ რისკიანი ადამიანების და მაინც ვერაფრით მიიღებენ სარისკო გარიგების გაფორმების გადაწყვეტილებას. თხის რქები რეალურ ქონებას აგროვებენ უკვე მოწიფულ ასაკში. ამას იწვევს ის ფაქტორიც, რომ კარიერული ოლიმპის დაპყრობას თხის რქები იწყებენ სხვა ნიშნებზე უფრო გვიან.

ქორწინება და თავსებადობა

ყველაფერში ტრადიციებისა და საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმების დამცველი თხის რქები ამ ყველაფერს ივიწყებენ, როცა საქმე ოჯახურ ცხოვრებამდე მიდის. ისინი არ ჩქარობენ შეჩერდნენ ერთ პარტნიორზე, დიდხანს და მოთმინებით აფასებენ ყველა მხრივ, ზოგიერთი თხის რქა პრტნიორის ძიებას სუფთა პრაქტიკული კუთხით უყურებს და ძალიან აფასებს მისი ფულის შოვნის, საოჯახო მეურნეობის წარმართვის და ბავშვებზე ზრუნვის შესაძლებლობებს.
თხის რქებს უყვართ ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც მათ მოსაზრებებს იზიარებს, ამიტომ ცხოვრების თანამგზავრს ირჩევს სწორედ თანამოაზრეების წრიდან. ამ ნიშნის ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ უფრო ბედნიერი მათზე ნაკლებ ჭკვიან პარტნიორთან, მაგრამ ნაკლებად ენდობა მას.
თხის რქები მიისწრაფვიან მშვიდი და თანასწორი რომანტიკული ურთიერთობებისკენ, მაგრამ ეს მცდელობები ხშირად მათ კონტროლს არ ექვემდებარება. ამ ნიშნის ადამიანებს ხშირად ძლიერ და ცალმხრივად უყვართ ადამიანი, რომლის შენარჩუნება შეუძლებელია, ან თავის შესაფერისად არ მიაჩნიათ სიყვარულის ობიექტი.
ქორწინებისადმი თხის რქების დამოკიდებულება სერიოზულია. ოჯახურ ცხოვრებას ისინი ხშირად თანხმდებიან გათვლების ან თავიანთი წრიდან არჩეული ადამიანის შემთხვევაში. თანამგზავრის არჩევის შემდეგ ისინი ერთგულობენ მას, თუმცა პარალელურად მათ გარშემო უამრავი მსუბუქი გატაცება და ამავდროულად სერიოზული ურთიერთობებიც არის.
თხის რქას თითქმის ყველასთან ცხოვრება შეუძლია, მაგრამ მორიელი ნამდვილად დატანჯავს მას, ტყუპები - ხვალინდელ დღეში ეჭვის შეტანაა, მერწყული - გრძნოებებიდან გამომდინარე შფოთვა. თავისნაირ ადამიანთან თხის რქა იქნება მშვიდი და ბედნიერი, ხოლო ლომი საშუალებას მისცემს იამაყოს ოჯახური კერით.
თხის რქისთვის კიდევ ერთი კარგი პარტნიორი იქნება კურო. თევზებსაც შეუძლია გააბედნიეროს თხის რქა, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ხნით, მასთან დაშორება კი მძიმე დარტყმა იქნება თხის რქისთვის.

სიყვარულში წარმატების გასაღები

თხის რქები არანაკლებ სხვა ნიშნებისა, ილტვიან ჰარმონიისა და ბედნიერებისკენ პირად ცხოვრებაში, მაგრამ ამის მიღწევა მათთვის რთულია. ამ ნიშნის წარმომადგენლები კონსერვატორულები არიან და ცვლილებისკენ მიდრეკილება არ აქვთ, სწორედ ამიტომ, ისინი ურთიერთობების ტყვეები ხდებიან, პარტნიორის მხრიდან სიცივეს ძალიან განიცდიან, მაგრამ არ დგამენ გადამწყვეტ ნაბიჯს, ის კი არა, ურთიერთობების გარკვევასაც კი არიდებენ თავს.
როცა გრძნობენ, რომ ურთიერთობები ისე არ ლაგდება, როგორც მათ სურდათ, თხის რქები შეიძლება მეორეხარისხოვანი პრობლემებით დაკავდნენ - მაგალითად, მობილიზნდნენ პროფესიულ საქმიანობაზე, საყოფაცხოვრებო საკითხების ორგანიზაციაზე იმის იმედად, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. ზოგჯერ ამ ნიშნის ადამიანები თვლიან, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელი თვისებებით დაჯილდოვებულნი არ არიან, მაგრამ ეს ასე არ არის.
ბევრ თხის რქას ჰარმონიის მიღწევაში ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ისინი ზედმეტად მკვეთრად წარმოიდგენენ როგორი ურთიერთობა უნდათ და პარტნიორი ამ წარმოდგენების ტყვე ხდება. ხელის შემშლელი შეიძლება იყოს არასწორად დასმული პრიორიტეტები, ასევე პესიმიზმი, რომელიც ამ ნიშანს ახასიათებს. თხის რქებისთვის გონივრული იქნება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევა; ცუდი არ იქნებოდა ასევე მოდუნება და დასვნება. საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვაში ხელის შემშლელი კიდევ ერთი ნიშანი არის თხის რქების ზედმეტი დისციპლინა, რომელიც საშუალებას არ აძლევთ გამოავლინონ გრძნობები და ემოციები, როცა ეს აუცილებელია.

შვიდი ტიპიური პრობლემა - შვიდი გასაღები ბედნიერი სიყვარულისთვის:

1. მე არ შემიძლია შესაფერისი პარტნიორის პოვნა

თხის რქები გამოირჩევიან გარჩევადობით, რომელიც ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს სცდება. თავის პოტენციურ პარტნიორს ისინი უამრავ მოთხოვნებს უყენებენ, მათ შორის სოციალურ-ფინანსური ხასიათისაც. საქმე არ ეხება ვინმეს დონის ბრმად დადაბლებას და იმ ადამიანისგან სიამოვნების მიღებას, ვინც ყურადღება მოგაქციათ; თუმცა მშვენიერი პრინცის ან მზეთუნახავის მოლოდინი ნაკლებად არის კონკურენტუნარიანი პოზიცია.
იდეალური კავშირის შექმნისაკენ სწრაფვისას თხის რქები უარყოფენ ყველას, ვინც არ ეწერება მათი აწყობილი სისტემის შექმნაში და ზოგჯერ საკუთარი გულისთქმასაც კი უარყოფენ, საბოლოოდ კი გათვლილი კავშირით ან ქორწინებით, რომელშიც არის სტაბილურობა, მაგრამ არა ღრმა გრძნობები სიამოვნებას იღებენ. თუ თქვენ თვლით, რომ ცხოვრება უნდა დაუკავშიროთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ძალუძს აგყვეთ სამსახურებრივ და სოციალურ კიბეზე, მაშინ განეწყვეთ იმისთვისაც, რომ ამ ურთიერთობებში ჰარმონია იქნება ძალიან ფარდობითი.
თუ ყველაფერზე წინ სიყვარულს აყენებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ გული და მოუსმინეთ მის ხმას. ასევე შეგიძლიათ ინტუიციას მეტად ენდოთ, ვიდრე ლოგიკას, ხოლო ის, რასაც თქვენ ილუზიად მიიჩნევთ და წარმოიქმნა სიყვარულისგან, არის რეალობა! ნუ გაგიკვირდებათ თუ თქვენზე შტაბეჭდილებას ახდენს ისეთი ადამიანი, რომელთანაც ვერ ურთიერთობთ წესიერად, არის ორიგინალური და ექსტრავაგანტური პიროვნება: სიყვარული შესაძლებელს და ბედნიერს ხდის ისეთ კავშირებს, რომლებიც ლოგიკას არარეალურად მიაჩნია.
ყურადღებით იყავით გარშემომყოფების მიმართ, მიეცით საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ უკეთ გაიცნოთ ადამიანები და თქვენ დაინახავთ ირგვლივ ბევრ ადამიანს, რომელთა მიმართ შეიძლება გულახდილ სიმპათიას გრძნობდეთ. საკუთარი გრძნობების ნდობით, თქვენ შეძლებთ უამრავი ახალი შესაძლებლობის და ბედნიერებისკენ მიმავალი გზის აღმოჩენას.

2. ის უსამართლოა ჩემს მიმართ

შეყვარებული თხის რქებიც კი არ კარგავენ საღად განსჯის უნარს, ასევე სამართლიანობის გრძნობას, რომელიც მათ მძაფრი აქვთ. იმის მიზეზი, რომ თქვენ პარტნიორის მხრიდან არასამართლიანი დამოკიდებულების გრძნობა გიჩნდებათ, შეიძლება იყოს მისი მხრიდან გადაჭარებებული მოთხოვნები, მწვავე კრიტიკა თქვენს მიმართ, თქვენი ინტერესების უგულებელყოფა ან იმ ძალისხმევის არასათანადოდ შეფასება, რასაც თქვენ ურთიერთობების განვითარებისთვის არ იშურებთ.
თუ თქვენი პარტნიორი არის ადამიანი, რომელსაც ლოგიკაც აქვს და საკუთარი ქცევის ჯანსაღად შეფასების უნარი, თქვენ შეგიძლიათ ღიათ გამოხატოთ საკუთარი პრეტენზიები და გაამყაროთ ისინი ფაქტებით. თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი მისამართითაც შეიძლება გაისმას რამოდენიმე უსიამოვნო განცხადება. თხის რქებს ახასიათებთ ეგოიზმი და ზოგჯერ ისინი საკუთარ ინტერესს პირველ ადგილზე აყენებენ, თან ისე, რომ ვერც ამჩნევენ ამას; გარდა ამისა, ისინი ხშირად ვერ აფასებენ სათანადოდ იმ მსხვერპლს, რომელზეც პარტნიორი მიდის. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი რჩეულის დათმობები - წვრილმანია, იმასთან შედარებით, რასაც თქვენ აკეთებთ. თუმცა, პარტნიორის ადგილას საკუთარი თავის დაყენებით და მისი შეხედულების გაზიარებით მიხვდებით, რომ უსამართლობაზე გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა. თუ ურთიერთობებში თქვენ მეორეხარისხოვანი როლი გაქვთ და ამის შეცვლის მცდელობა უშედეგოა, მოგიწევთ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. ნებისმიერ შემთხვევაში, «უსამართლობის» პრობლემა ურთიერთობებში უნდა განიხილოთ რაც შეიძლება სწრაფად, სანამ წყენა დაგროვდება და ურთიერთგაგების სურვილი დაგეკარგებათ.
თუ თქვენი არჩევანი შეჩერდა ადამიანზე, რომლის ქცევაც ნაკარნახევია გრძნობებით და წუთიერი აღტკინებით, პარტნიორული ურთიერთობის მიღწევა რთული იქნება. ამ შემთხვევაში თქვენ რისკავთ აღმოჩნდეთ მომთმენი მშობლის როლში, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ითმენს პრეტენზიული შვილის გამოხტომებს.
როცა თქვენი მოთმინების ფიალა აივსება, სიტუაციის შეცვლა უკვე გვიანი იქნება. ეს რომ არ დაუშვათ, შეეცადეთ რბილად გააკორექტიროთ რჩეულის ქცევა, ისე, რომ არ გაანაწყენოთ და არც მისი ყველა სურვილი არ შეასრულოთ. ტაქტიკურად მიაქციეთ ყურადღება სიტუაციას, რომლითაც უკმაყოფილო ხართ, მაგრამ თავი აარიდეთ შეურაცხყოფას: კონფლიქტები და სკანდალები - თქვენი სტიქია არ არის.
მთავარია არ შეეგუოთ ისეთ სიტუაციას, რომელიც გიქმნით დისკომფორტს, მხოლოდ იმის შიშით, რომ ძვირფასი ადამიანი არ გაანაწყენოთ; თქვენ ბრძენი ხართ და სავარაუდოდ იპოვით გამოსავალს, რომელიც ორივე მხარეს აწყობს, თუ არ მიუშვებთ ყველაფერს თავისი დინებით.

3. ჩვენი ურთიერთობა სტაბილურია, მაგრამ ხანმოკლე ჰარმონიით

ბევრი თხის რქა ხაფანგში ებმება, რომელსაც თავად უგებს საკუთარ თავს: იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, თხის რქები ირჩევენ ისეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც იქნება პროგნოზირებადი და მოულოდნელობების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების მიზნით, თქვენ აშენებთ ციხე-სიმაგრეს, რომელშიც სასიამოვნო გრძნობებსაც კი უჭირთ შეღწევა. ხშირად ასე იქცევიან ის თხის რქები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს თავბრუს დამხვევი რომანი, რომელიც მტკივნეული დაშორებით დასრულდა; ახალი პარტნიორის შერჩევისას ასეთი ადამიანები ირჩევენ მას, რომელიც არ იწვევს ძლიერ გრძნობებს, მაგრამ საკმაოდ სიმპათიურია და მზად არის კომპრომისებისთვის. თუმცა თხის რქები ხშირად ვერც კი ეჭვობენ, რამდენად ძლიერია მათი ტემპერამენტი და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ემოციები. ამიტომ, გაოცებულები არიან, როცა სტაბილურობისგან ბედნიერების ნაცვლად განიცდიან მოწყენილობას.
არანაკლები როლი შეიძლება ითამაშოს თქვენმა ფინანსური დაცულობისადმი მიდრეკილებამაც. მატერიალური ხასიათის პრობლემების გადაჭრისას, თქვენ რისკავთ დაივიწყოთ ის, თუ რა მნიშვნელოვანია სულიერი სიახლოვე. განსაკუთრებული სირთულეები ამან შეიძლება მოუტანოს იმ თხის რქებს, ვისი რჩეულიც პროდუქტიულ პარტნიორობაზე მეტად რომანტიკული, ჰარმონიულ გრძნობებზე ორიეტნირებული ადამიანია.
გაითვალისწინეთ, რომ ჰარმონია ურთიერთობებში ხშირად მათთან მოდის, ვინც საკუთარ თავში არის გარკვეული. შეეცადეთ მოიხსნათ შინაგანი დაძაბულობის დონე, მიეცით თავს მოდუნების საშუალება, გახდით ნაკლებად თვითკრიტიკული და სერიოზული. ასევე უნდა დავამატოთ, რომ ზოგიერთი თხის რქა არასწორად აფასებს სექსუალურ ნაწილს, როგორც რომანტიკული ურთიერთობების შემადგენელს, რაც შეიძლება გახდეს როგორც მათი, ასევე მათი პარტნიორის დისკომფორტის მიზეზი.

4. მე ვერ ვგრძნობ, რომ საყვარლი ადამიანი ვარ

ბევრი თხის რქის პრობლემა იმაშია, რომ ისინი არასწორად აფასებენ საკუთარ ემოციონალურ მოთხოვნებს და ახლობლებს არ აძლევენ იმის გაგების საშუალებას, თუ რას ელიან მათგან.
ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ცივსისხლიანი და ანგარიშგებიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლებსაც არ აქვთ რომანტიკისა და სინაზის გამოხატვის მიდრეკილება. ემოციის ქვეშ ჩადენილ ქცევას ისინი სისუსტედ აფასებენ. რა გასაკვირია, რომ დროთა განმავლობაში მათი პარტნიორებიც ითვისებენ ამ ჩვევას და ერიდებიან ემოციების გამოხატვას? შესაძლოა თქვენი რჩეული ვერც კი ხვდება, რომ ყურადღების ან სითბოს ნაკლებობას განიცდით. თხის რქები ხშირად ვერ ხვდებიან რამდენად საჭიროა სითბოს და გრძნობების გამოხატვა ორივე მხრიდან.
იმ თხის რქებს, რომლებსაც სურთ ხანგრძლივი ურთიერთობა, ცოტა უნდა შერბილდნენ, შეწყვიტონ თავის მოჩვენება «აუღებელ ციხე-სიმაგრედ» პარტნიორის წინაშე. საშუალება მისცენ გრძნობებს სააშკარაოზე გამოსვლის და ადამიანი, რომელიც უყვართ ამ ყველაფრის მიმართ არ დარჩება გულგრილი.

5. პარტნიორი ჩემგან ზედმეტად ბევრს ელის

თხის რქები არ იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებენ, რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობებს, აქ ცდილობენ რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ. გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ იყვნენ სხვისი მანიპულაციის ობიექტი და ჯიუტდებიან, როცა ხვდებიან, რომ ვინმე ცდილობს აიძულოთ ესა თუ ის ნაბიჯი გადადგან. სწორედ ეს სიჯიუტე უშლით ხელს ზოგჯერ აღიარონ, რომ მათი პარტნიორის მოთხოვნები არც ისე დიდია და ამასთან სამართლიანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თხის რქებს ახასიათებთ კონსერვატიზმი. მათ ურჩევნიათ შეინარჩუნონ ჩვეული ცხოვრების სტილი და მოერიდონ ყველანაირ სიახლეს და ცვლილებას, შესაბამისად, პარტნიორის შეთავაზებებს უარით პასუხობენ.
თუ თქვენი რჩეული ძვირფასია თქვენთვის, მზად იყავით დათმობებზე და მისი მოლოდინების გამართლებაზე - სავარაუდოდ ის იგივეს აკეთებს თქვენთვის. თუ თქვენ რაიმე მიზეზით არ ხართ მზად შემხვედრი ნაბიჯები გადადგათ, მაშინ შეეცადეთ აუხსნათ მიზეზები, მოძებნოთ კომპრომისული ვარიანტი ან შესთავაზოთ კომპენსაცია. მოცემულ სიტუაციაში შეცდომა იქნება უკმაყოფილების დაგროვება და პრობლემაზე საუბრისგან თავის შეკავება. თუ პარტნიორის მოთხოვნები გადაჭარბებულად, უსაფუძვლოდ ან უგნურად მიგაჩნიათ, არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ერთმანეთს არ შეეფერებით და ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. ჯერ საწინააღმდეგო მხარეს მოუსმინეთ - არსებობს ალბათობა, რომ მთლად სწორად ვერ გაიგეთ რა უნდა თქვენს რჩეულს.
თქვენი ძლიერი მხარე არის სწორედ ჯანსაღად აზროვნებაში და სამართლიანად განსჯაში - ნებისმიერ სიტუაციაში. ნუ ჩათვლით, რომ რომანტიკული ურთიერთობები არ არის ინტელექტის გმოვლენის ადგილი; თქვენ შეგიძლიათ არსებული პრობლემების მოგვარება, თუ მზად ხართ, რომ დიალოგის ინიციატორი იყოთ, გაითვალისწინოთ პარტნიორის ინტერესები და გააანალიზოთ სიტუაცია კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. ის ძალიან არასერიოზულია

რომანტიულ ურთიერთობებში თხის რქა ხშირად თავის თავზე იღებს «მშობლის» როლს - ანუ, უფრო ბრძენის, პასუხისმგებლიანის, საღად მოაზროვნის და წინდახედული პარტნიორის. სწორედ ის არის პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტით დაკავებული, ადგენს სამომავლო გეგმებს და განიხილავს სიტუაციის განვითარების სხვადასხვა ვარიანტებს. ზოგჯერ ეს ერთად-ერთ ვარიანტად ჩანს, ზოგჯერ გასართობ და ამასთან მოსაწყენ საქმედ. სწორედ ამ მომენტებში თქვენ ელით, რომ თქვენი რჩეული მოიქცევა როგორც თანასწორი პარტნიორი და რჩებით იმედგაცრუებული, თუ ეს ასე არ ხდება.
თხის რქების შეცდომა არის მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის სრულად საკუთარ თავზე აღება, როცა პარტნიორს არ აძლევენ საშუალებას მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ თქვენ ეჯახებით სიტუაციას, როცა მარტო გიწევთ პრობლემის გადაჭრა: თქვენი რჩეული მიეჩვია იმას, რომ თქვენ სწორედ ასე იქცევით და არ ჩქარობს პროცესში ჩართვას.
გარდა ამისა, თქვენ არ გაწყენდათ მოდუნება და საკუთარ ბედს მინდობა - ზოგჯერ შეიძლება თავს ნაკლებ პედანტურობის უფლება მისცეთ, იყოთ გახსნილი და ცოტა პრეტენზიულიც. გახსოვდეთ, რომ ყველა ქცევა არ უნდა იყოს ნაკარნახევი საღი აზრით, ზოგჯერ სუვილებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, და არა მარტო საკუთარს.
ცხოვრებისადმი სერიოზული მიდგომა კარგია, მაგრამ ცოტა სიმსუბუქეს არავინ დაუზარალებია ჯერ.

7. ჩვენს ბედნიერებას ხელს უშლის საყოფაცხოვრებო უთანხმოება

თხის რქები ძალიან სერიოზულად უდგებიან ყველაფერს, რაც ცხოვრების მატერიალურ მხარეს ეხება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ ნიშნის ადამიანები მობილიზებულნი არიან მხოლოდ ფინანსურ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე, სწორედ ამიტომ, მათი ურთიერთობა იდეალური არ არის ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც სხვა პრიორიტეტები აქვთ.
მატერიალური კეთილდღეობა და მაღალი სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ღირს კი ამ ყვლაფრის უფრო მეტად დაფასება, ვიდრე ახლო ურთიერთობების? ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვით თქვენ საკუთარ თავს ფაქტიურად «მომუშავე ცხენად» აქცევთ, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ახლობლები ბოლომდე არ დააფასებენ თქვენს მცდელობას.
საყოფაცხოვრებო წინააღმდეგობები დაძლევადია - აი რა უნდა გაიგოთ იმისათვის, რომ სიყვარულის ნავი არ დაიმსხვრეს გაურეცხავი ჭურჭლის "კლდეებზე", პატარა ბინაში ან მოძველებულ მანქნაში. არ ღირს ახლობელი ადამიანის დადანაშაულება იმაში, რომ არ იზიარებს თქვენს მიზნებს ან სურვილებს, სირთულეებთან გამკლავება უფრო რთული იქნება, თუ ერთად იმოქმედებთ, მიზნისკენ ერთად ივლით - სირთულეებთან გამკლავებას ნამდვილად შეძლებთ. ხშირად თქვენ არც კი ცდილობთ მოილაპარაკოთ პარტნიორთან იმაზე, თუ როგორ ააწყოთ ერთობლივი ცხოვრება ისე, რომ ორივესთვის მსიაღები იყოს და წინასწარ წარუმატებლობისთვის განეწყობით. სიტუაცია იშვიათად არის კატასტროფული; დააფასეთ რასაც თქვენი პარტნიორი აკეთებს და ნუ მოგერიდებათ მისი ყურადღება მიაპყროთ თქვენს მიერ გაკეთებულ საქმეზე.
ოჯახის წევრებს აერთიანებთ არა მარტო საყოფაცხოვრებო და ფინანსური საკითხების გადალახვა; თუ შეძლებთ ცხოვრება გაილამაზოთ სხვადასხვა მოვლენებით, სასიამოვნო მოგონებებით, მოგზაურობით - დაინახავთ, რომ ბევრი ყოველდღიური სირთულე გადავა უკანა პლანზე. თქვენნაირი ინტელექტის მქონე ადამიანს ნაკლებად მოუნდება ყოველდღიურ პრობლმებში გადაეშვას თავით, თუ მას უფრო საიამოვნო და მაცდუნებელი პერსპექტივები აქვს.

ფსიქოლოგიური პორტრეტი

თხის რქები ფლობენ საკმარის ენერგიას, მაგრამ ისინი მაინც პასიური ადამიანების რცხვს მიეკუთვნებიან, სწორედ ამით აიხსნება მათი ჩვევა შეინარჩუნონ არსებული და ნაკლები დრო და ენერგია დახარჯნ რაიმე ახლის ან მეტის შეძენაზე. ეს ეხება არამარტო ფულს და მატერიალურ მდგომარეობას, არამედ ემოციებსაც.
თხის რქები არ დაიწყებენ თავიანთი მოსაზრების დაცვას, უბრალოდ დარჩებიან თავის აზრზე და დაიწყებენ მათი სიმართლის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებას. ისინი არ ერთვებიან კონფლიქტში, მაგრამ ცდილობენ სარგებლის ნახვას მისი მოგვარებით. თხის რქებს იშვიათად აწუხებთ წარუმატებლობა - ისინი მყარად მიდიან დასახული მიზნისკენ, ზოგჯერ, როცა მიზნის მიმართ ინტერესი შენელებულია ამას აკაეთებენ უბრალოდ ინერციით.
თხის რქები ძალიან თავშეკავებულად და უემოციოდ იქცევიან, თუმცა ვნებები მათთვის უცხო ნამდვილად არ არის. უბრალოდ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველა განცდას მალავს ძალიან ღრმად და ენდობა მხოლოდ უახლოეს ადამიანებს.
ბევრ თხის რქას ახასიათებს პესიმიზმი. მათ სჯერათ საკუთარი ძალების, მაგრამ ვერ გამოდიან იმ განცდიდან, რომ შექმნილი ვითარება მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს და საკუთარ თავს უიღბლოებად თვლიან. ამის საფუძველი მათ აქვთ - რადგან მათ ცხოვრებაში იოლად არაფერი ეძლევათ და მათსავით ძლიერად არავის შეუძლია გაეხარდეს წარმატება.
თანდაყოლილი პასუხისმგებლობის გრძნობა თხის რქებს აიძულებს იზრუნონ უფრო სუსტებზე. თუმცა უანგაროდ ამას იშვიათად აკეთებენ: ისინი ელიან მადლიერებას, ხოლო თუ ამას ვერ იღებენ, კიდევ ერთხელ რწმუნდებიან სამყაროს არასრულფასოვნებაში.

ჯანმრთელობა

მცდარი იქნება თუ ვიტყვით, რომ თხის რქები არ არიან ჯანმრთელები, თუმცა ამის მიუხედავად ხშირად ავადმყოფობენ; სიცივე და ნესტი - ეს არის თხის რქების ყველაზე დიდი მტერი. თბილი წვიმაც და მსუბუქი ნიავიც იწვევს მათ გაციებას და ავადმყოფობის შემდგომ გართულებებს. საკუთარ თავზე ზრუნვის უგულებელყოფისა და მთელი ენერგიის სამსახურისთვის მოხმარების გამო თხის რქები გაურბიან ისეთ სიამოვნებას, როგორიცაა - მასაჟი, დიეტა, სპორტი. ამიტომ ექიმებს ხშირად სტუმრობენ. ამასთან, სწორედ თხის რქებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის სისუსფთავის დაცვა, კუნთების ტონუსი და მრავალფეროვანი კვება.
თხის რქების «სუსტი» ადგილებია კანი, კბილები, ძვლები და კუჭი. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭიროა ნერვული სისტემისთვის. ემოციები, რომლების გამომჟღავნებას თხის რქები ერიდებიან, ხელს უწყობენ ამ ნიშნის ადამიანებში დათრგუნვას, ალერგიას, კუჭ-ნაწლავის სისტემის მოშლას და თავის ტკივლს.
თხის რქებს არ აწყენდათ ცოტა უზრუნველობა და მსუბუქი მიდგომების გამოვლენა ცხოვრებისადმი, და არამდენადაც აბების სახით ეს ყველაფერი არ იყიდება, უნდა გამოიყენონ სხვა საშუალებები. ცხოვრების აქტიური სტილი, სუფთა ჰაერი, მზის შუქი და ჯანსაღი ძილი დაეხმარება თხის რქას თავი იგრძნოს არამარტო ჯანმრთელად, არამედ ბედნიერ ადამიანად.

სექსუალობა

რამდენად ბრძენებიც არ უნდა იყვნენ თხის რქები, სწორედ ისინი იხიბლებიან სულელი და მსუბუქი ხასიათის მქონე ადამიანით; თუ ცხოვრების თანამგზავრში ეს ადამიანები აფასებენ პროგნოზირებადობას, გონიერებას და დახვეწილობას, მათი შეყვარებული შეიძლება სრულიად საპირისპირო ტიპაჟი იყოს. ამასთან, თხის რქებს არ აქვთ ხასიათში ის, რომ ერთდროულად იყოლიონ მეუღლეც და საყვარელიც; ამიტომ, მათი ერთი ნაწილი არ ჩქარობს დაქორწინებას და ცხოვრებაში რამოდენიმე რომანტიკული ურთიერთობის გამოცდილება აქვს, ზოგი კი დროთა განმავლობაში ინტერესს კარგავს სექსუალური ცხოვრებისადმი.
სექსუალურ ურთიერთობებში თხის რქები ამჯობინებენ ტრადიციულ ვარიანტს და თამამ ექსპერიმენტებზე თუ ოცნებობენ, ამას არასოდეს აღიარებენ, მითუმეტეს არ მოახდენენ მის რეალიზებას. ამ ნიშნის ადამიანები პარტნიორს უფრო მოთმინებით აოცებენ, ვიდრე წარმოსახვით, სამაგიეროდ ალერსზე უარს მათ ნამდვილად ვერ ეტყვის ვერავინ.
თხის რქასთან მოკლევადიანი რომანი შეიძლება საინტერესო იყოს, არამარტო სექსუალური კუთხით: მთვარის შუქზე სეირნობა, პაემნები მას არ აინტერესებს. სამაგიეროდ ამ ადამიანთან ურთიერთობისას აღმოაჩენთ რამდენად ღრმა და სათუთი სული აქვთ. თხის რქას მათთან, ვისაც ენდობა, შეუძლია დაივიწყოს თვითკონტროლი, გახდეს მომხიბვლელი და მსუბუქი.

კულინარული მიდრეკილება

თხის რქები ყურადღებას აქცევენ კვებას, ზოგჯერ დიეტას ზედმეტად მკაცრად იცავენ და ვერ ხვდებიან, რომ ამით ზიანს აყენებენ საკუთარ ორგანიზმს. მაგალითად, ნახშირწყლებით მდიდარ საკვებზე უარის თქმით, ეს ადამიანები კარგავენ სასიცოცხლო ენერგიას და ხდებიან პასიურები. ცხიმიან საკვებზე თხის რქებმა სჯობს უარი თქვან, ასევე მარილიანზეც.
თხის რქებს უხდებათ დაყოფილი კვება, რაციონში უნდა შედიოდეს ბოსტნეულის სალათები, მაიონეზი კი მცენარეული ზეთით უნდა ჩანაცვლდეს.
ცხოვრების გარკვეულ პერიოდში თხის რქები საკვებს განსაკუთრებული ყურადღებით უდგებიან, ფაქტიურად კალორიებს ითვლიან კალკულატორით, ან შიმშილობენ საღამოობით, თუ


solva.ge mycredit.ge crediton.ge


ბლოგის სტატიები