დღის დასაწყისში მაცთუნებელ წინადადებას შემოგთავაზებენ, უარი თქვით ძალიან დელიკატურად. თქვენი სისუსტეების თქვენს საწინააღმდეგოდ გამოყენებას შეეცდებიან.
გამოიჩინეთ დღეს ფანტაზიის უნარი, იგი დაგეხმარებათ დღემდე გადაუწყვეტელი საქმის გადაწყვეტაში. მოსალოდნელია ნერვიულობა შეგხვდეთ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. ოჯახის წევრებსაც დაუთმეთ ყურადღება, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.
გარშემომყოფები შეეცდებიან, თქვენი ცხოვრება გააკონტროლონ. ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს არ დაუშვათ. სამსახურში მცირე პრობლემები იჩენს თავს. ეცადეთ, კოლეგების კეთილგანწყობით ისარგებლოთ. იმისათვის, რომ დადებითი ენერგიით აივსოთ, საღამო მხიარულად გაატარეთ.
21.04 - 20.05
23.08 - 22.09
22.12 - 19.01
ადვილი შესაძლებელია, საქმიანობის შეცვლა მოგიწიოთ. ტელეფონით ახლობლისგან უსიამოვნო ინფორმაციას მიიღებთ. მისი დამშვიდება მოგიწევთ. ფინანსებთან სიფრთხილე გმართებთ. ფულის ხარჯვით ნუ გაერთობით, თორემ ადვილი შესაძლებელია, ვალები დაგედოთ. საღამოს წვეულებაზე მოგიწევთ წასვლა.
დღეს ახალი საქმის წამოწყებისგან თავი შეიკავეთ. ერიდეთ პასუხისმგებლობის თავზე აღებას. ეცადეთ, დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ. საყვარელ ადამიანს ყურადღება არ მოაკლოთ.
დღე იდეალურია სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. დღის მეორე ნახევარში მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. საღამოს საქმიან ურთიერთობებში წარმატება გელით. ნებისმიერ იდეას ადვილად განახორციელებთ. ახალი სასიყვარულო თავგადასავლები თქვენს ცხოვრებას სტიმულს შემატებს.
21.05 - 21.06
23.09 - 22.10
20.01 - 18.02
დღევანდელი დღე თავდაუჯერებლობის შეგრძნებას მოგიტანთ. გაკვირვებული დარჩებით მოვლენების ასეთი ფორმით განვითარებასთან დაკავშირებით.
დღეს მოერიდეთ მარტო მოქმედებას, სთხოვეთ დახმარება მეგობრებსა და კოლეგებს. არ ღირს მარტომ ხარჯოთ ენერგია და დრო იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ბევრი ადამიანის პრეროგატივაა.
დღევანდელი დღე კონფლიქტით დაიწყება, ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია გეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იფანტაზიორეთ, ნამდვილად არ წააგებთ. მოსალოდნელია სამსახურში პრემია მიიღოთ.
22.06 - 22.07
23.10 - 21.11
19.02 - 20.03
დღეს სანერვიულო არ აგცდებათ და ყოველი თქვენი სიტყვა გამოიწვევს ცეცხლზე წყლის დასხმას. კარგი დღეა ურთიერთობის გასარკვევად საყვარელ ადამიანთან, ფრთხილად იყავით კომპიუტერთან.
დღეს მოსალოდნელია დადგეთ გარკვეული ცდუნების წინაშე. არ არის გამორიცხული, შექმნილმა გარემოებამ და გარემოცვამ რისკიანი გადაწყვეტილებისკენაც გიბიძგოთ, ეს ყოველივე კი გაზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. ნუ გაჯიუტდებით და გაითვალისწინეთ თქვენი ახლობელი ადამიანების აზრი.
დღე ცხოვრების განახლებას დაუთმეთ. ცვლილებები შეიტანეთ გარეგნობასა და გარდერობში. საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმეთ. გაუკეთეთ მას პატარა საჩუქარი, თქვენი ეს ჟესტი, მას ძალიან გაახარებს.