კირჩხიბი - მშვილდოსანი შეთავსების ჰოროსკოპი
გარესამყაროსთან თამამად მყოფ მშვილდოსანს შეუძლია კირჩხიბს ახალი ინტელექტუალური ჰორიზონტი გაუხსნას, თუმცა, სამწუხაროდ, სიყვარულში დაცულობის გრძნობას ვერ მიანიჭებს, რაც კირჩხიბს ყველაზე მეტად სჭირდება. მშვილდოსნის ქარაფშუტობა და არასტაბილურობა კირჩხიბში ეჭვიანობას აღვივებს. მშვილდოსანს ძალიან თრგუნავს კირჩხიბის მიჯაჭვული დამოკიდებულება. მშვილდოსანს უყვარს თავგადასავლები, მაშინ, როცა კირჩხიბს სახლის მყუდრო გარემო ურჩევნია. კირჩხიბის განმარტოების ყოფნის სიყვარული მშვილდოსანს მისგან გათავისუფლების სურვილს უჩენს. ამასთან, მშვილდოსანის ზედმეტი პირდაპირულობა მუდმივად გულს ტკენს მგრძნობიარე კირჩხიბს. ამ წყვილისგან უფრო კარგი მეგობრები გამოვა, ვიდრე საყვარლები ან ცოლ-ქმარი.
გააზიარე ფეისბუქზე
loading...


loading...



ბლოგის სტატიები