შეთავსება
მორიელი
ლომი
ზოგადი შეთავსება

მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, იზიდავთ სექსუალურად. თუმცა, ლომს ძალიან უჭირს მორიელის ეჭვიანობასთან და მესაკუთრე ხასიათთან შეგუება. ლომისთვის მორიელი კაპრიზული და თავშეუკავებელია, ხოლო ლომი ამ უკანასკნელისთვის ზედმეტად ტრაბახა, მას არ ესმის ლომის მოთხოვნების თუ რაში სჭირდება მუდმივად აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე ყოფნა. მორიელისთვის უმჯობესია თავად განაგებდეს, ვიდრე აღფრთოვანდეს, რაც ცხოველთა მეფეს არანაირად არ აწყობს. ეს წყვილი ძალიან მალე გაარკვევს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. საკმარისზე მეტი შეუთავსებლობის გამო ეს კავშირი არათუ საჭვო, არამედ უპერსპექტივოა.

სექსუალური შეთავსება

ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვს ორივეს და ეს ხშირად უკმაყოფილებას აჩენს. თუმცა, ერთმანეთისადმი არსებული ძლიერი ვნება ბევრ რამეს აგვარებს. პრობლემას წარმოადგენს მორიელის მხრიდან არასათანადო პატივისცემისა და აღფრთოვანების გამოხატვა ლომის მიმართ. თუ ურთიერთბის დალაგებას შეძლებენ, კავშირი სასიამოვნო იქნება, თუმცა ხანგრძლივი ურთიერთობა მათ შორის გამორიცხულია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება