შეთავსება
მორიელი
მშვილდოსანი
ზოგადი შეთავსება

მორიელი იხიბლება მშვილდოსანის თვისუფლების სიყვარულით, ხალასი ბუნებით. ის მოიპოვებს მასზე მბრძანებლობას, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან მშვილდოსანი ბოლომდე მის მორჩილებაში არ დარჩება, მისი აზრით ცხოვრებისეული აქცენტი უნდა გაკეთდეს სიამოვნებაზე და ახალ თავგადასავლებზე, ხოლო მორიელი თვლის, რომ საჭიროა მყარი ურთიერთობა და გრძნობები მეტი შინაგანი დაცულობისთვის. მშვილდოსანი გახსნილი, საუბრის მოყვარული და პირადი ურთიერთობების მიმართ მოუფრთხილებელია, მორიელი თავშეკავებული, ჩაკეტილი და ძალიან ეჭვიანი. მას მშვილდოსნის სახლში გამოკეტვა უნდა, რომელიც ამას ნამდვილად ვერ აიტანს. მათი რომანი მომავლის გარეშეა.

სექსუალური შეთავსება

თავისუფლების მოყვარე მშვილდოსანი და ეჭვიანი მორიელი რთული წყვილია. მათ შორის არსებული ძლიერი მიზიდულობა სექსისთვის კარგია, თუმცა ყველაფერი იქ მთავრდება, როცა ორივე მხარე ხორციელ სიამოვნებას მიიღებს. ამ წყვილის ურთიერთობა უფრო ერთი ღამის კავშირია. ქორწინება დაუშვებელია მათ შორის.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება