შეთავსება
მორიელი
თხის რქა
ზოგადი შეთავსება

მორიელის ვნებიანობა თხის რქისთვის მისაღებია, ასევე მისი ემოციურობა დაეხმარება ინტროვერტ თხის რქას გახსნაში და ეს ტემპერატურას შემატებს მათ ურთიერთობას. თხის რქას მოსწონს კიდეც მორიელის ეჭვიანობა - ამით ის თავს დაცულად გრძნობს. ორივე ნიშანს მიზანდასახულობა ახასიათებთ: პატივმოყვარენი, თამამები და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე არიან. ამ წყვილს ფინანსური წარმატების მიღწევის შანსი აქვთ. მათი ქორწინება მყარი იქნება.

სექსუალური შეთავსება

ამბიციური, ჯიუტი, ლიდერობის მოყვარული ეს ორი ნიშანი სექსუალურად ერთმანეთს კარგად ეწყობიან. ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები სავარაუდოდ არ ექნებათ. ემოციური მორიელი და თავშეკავებული თხის რქა ჰარმონიულ კავშირში არიან. მორიელი სექსში სენტიმენტებს არ ეძებს, რაც თხის რქასთვისაც მისაღებია. მათი კავშირი წარმატებულია, ქორწინება კი მყარი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება