შეთავსება
მორიელი
ტყუპები
ზოგადი შეთავსება

მრავალფეროვანი წარმოსახვის მქონე ტყუპებისა და დინამიური მორიელის წყვილი წარმატებულ კავშირს ააგებს თუკი ერთმანეთს აიტანენ. საწოლში ცეცხლს ანთებენ, მაგრამ მალევე წყვილი აღმოაჩენს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. მორიელი მგრძნობიარეა, ვნებიანი, მომთხოვნი, ეჭვიანი და მოქნილი. ტყუპები ცვალებადი, ქარაფშუტა, ზედაპირული ნიშანია, რომელსაც უყვარს ხალხმრავლობა და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. მორიელს კი ხშირად ურჩევნია განმარტოვება. ეჭვიანი მორიელი მუდმივად გაბრაზებული იქნება ტყუპების მხრიდან სიყვარულისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო. ძალიან მალე ორივე მხარეს მოთმინება ამოეწურება და მათი კავშირი გაწყდება.

სექსუალური შეთავსება

ახლოს არიან ერთმანეთთან სექსუალური თვალსაზრისით, თუმცა ტყუპების მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულება მორიელს ხშირ შემთხვევაში აღიზიანებს. ასევე ტყუპების არასტაბილური ხასიათი და ფლირტისადმი მიდრეკილება, მორიელის ეჭვიან ხასიათს ამძაფრებს და მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს. არათანასწორი კავშირია ფსიქოლოგიურად და ძალიან რთული ქორწინებაა მოსალოდნელი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება