შეთავსება
თევზები
მშვილდოსანი
ზოგადი შეთავსება

თევზებს იზიდავს მშვილდოსანის სასიცოცხლო ძალა, ხოლო მშვილდოსანს თევზების ღრმა სულიერება. თუმცა, მშვილდოსანს უფრო მეგობარი სჭირდება, თევზებს კი იდეალური შეყვარებული. ერთმანეთს ამ მხრივ ვერ შეავსებენ. ემოციური თევზები უფრო მეტს ეძებენ, ვიდრე სიყვარულისადმი ზერელე დამოკიდებულების მქონე მშვილდოსანია. საძინებელში ფოიერვერკი გარკვეული დროის მანძილზე იქნება, თუმცა დროთა განმავლობაში ისიც ჩაქვრება.

სექსუალური შეთავსება

ეროტიკული კუთხით მათ შესაძლოა ჰქონდეთ სასიამოვნო მომენტები, თუმცა, მშვილდოსანი ძალიან თავისუფალი და დამოუკიდებელია, არ უყვარს ვინმეზე მიჯაჭვა, რაც თევზებს გულს ტკენს და დეპრესიაში აგდებს. მისი ხასიათი გამაღიზიანებელია მშვილდოსნისთვის. თევზების გვერდით ის თავს შებოჭილად თვლის და რა დროსაც მიეცემა საშუალება, მაშინვე წავა. მათი კავშირი ხანმოკლე და წარუმატებელი იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება