შეთავსება
თევზები
ტყუპები
ზოგადი შეთავსება

მათი ურთიერთობა სავსეა ვნებით იმდენად, რამდენადაც პრობლემებით. ემოციური თევზები ძალიან სწრაფად ბრაზდებიან მოუფრთხილებელი ტყუპების მწარე გამონათქვამებზე. მათი ცვალებადი და მოთამაშე ხასიათი გულს ტკენს ემოციურ თევზებს, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ყოველი მათგანი თავისებურად ტყუის: ტყუპები ბევრ რამეს მალავენ რეალობიდან. მათ თავისუფლება და ახალი ჰორიზონტები სჭირდებათ, თევზებს არ შეუძლიათ დაცულად იგრძნონ თავი ტყუპების გარემოცვაში და ცდილობენ პარტნიორის თავისუფლება შეზღუდონ. ჩაკეტილ სივრცეში ტყუპები კვდომას იწყებენ.

სექსუალური შეთავსება

ორი არასტაბილური ნიშანია. მათ შორის შესაძლოა ფიზიკური ლტოლვა გაჩნდეს, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის აგება ძალიან გაუჭირდებათ. ტყუპების უყურადღებობა თევზების მუდმივი განაწყენების საბაბი იქნება. ორივე ზედმეტად ეგოცენტრულია იმისათვის, რომ ერთმანეთს შეეწყოს. მათ შორის მხოლოდ ხანმოკლე ურთიერთობა არის შესაძლებელი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება