შეთავსება
ლომი
კირჩხიბი
ზოგადი შეთავსება

თუ კირჩხიბი მზად არის ლომთან ურთიერთობისთვის, შესაძლოა მათ ჰქონდეთ ვნებიანი კავშირი და წარმატებული ქორწინება. კირჩხიბი უნდა შეეგუოს ლომისთვის დამახასიათბელ ემოციურ აფეთქებებს. დანარჩენ ურთიერთობებში გულუხვი, გულახდილი, ძლიერი ლომი — სწორედ ის არის, ვისაც ეძებს კირჩხიბი. შესანიშნავი ინტუიცია კირჩხიბს კარნახობს თუ როგორ უნდა მოიექცეს ამაყ ლომს. კირჩხიბმა იცის - იმისათვის, რომ ლომი ალერსიანი ფისოსავით აკნავლოს, საჭიროა მისით აღფრთოვანდეს და დიდი დოზით ეპირფეროს. ლომი საძინებელში მმართველია, თუმცა კირჩხიბისთვის ზოგჯერ ძალიან სწორხაზოვნია სექსში. ლომის სიცოცხლისმოყვარულობა ახალისებს სენტიმენტალურ კირჩხიბს.

სექსუალური შეთავსება

შემთხვევითი და მოკლევადიანი კავშირები ლომისთვის დამახასიათებელია, აი კიბო კი პირიქითი, გრძნობებზე აგებულ, მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას ამჯობინებს. მას იმაზე მეტი უნდა, ვიდრე უბრალოდ სექსია. ლომი მზად არის ამისთვის, თუკი კიბოსგან მიიღებს სათანადო სიყვარულს, ყურადღებას და თაყვანისცემას. თუ ასე არ მოხდა, კავშირი წარუმატებელი იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება