შეთავსება
ლომი
მორიელი
ზოგადი შეთავსება

მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, იზიდავთ სექსუალურად. თუმცა, ლომს ძალიან უჭირს მორიელის ეჭვიანობასთან და მესაკუთრე ხასიათთან შეგუება. ლომისთვის მორიელი კაპრიზული და თავშეუკავებელია, ხოლო ლომი ამ უკანასკნელისთვის ზედმეტად ტრაბახა, მას არ ესმის ლომის მოთხოვნების თუ რაში სჭირდება მუდმივად აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე ყოფნა. მორიელისთვის უმჯობესია თავად განაგებდეს, ვიდრე აღფრთოვანდეს, რაც ცხოველთა მეფეს არანაირად არ აწყობს. ეს წყვილი ძალიან მალე გაარკვევს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. საკმარისზე მეტი შეუთავსებლობის გამო ეს კავშირი არათუ საეჭვო, არამედ უპერსპექტივოა.

სექსუალური შეთავსება

საძინებელში ანთებულმა სანთლებმა, ლამაზად გაფორმებულმა ოთახმა და კამკამა წითელმა ღვინომ შესაძლოა მათ შორის არსებული პრობლემები გადაფაროს. თუმცა, მორიელის ეჭვიანობა შეურაცხყოფს ლომს. მორიელს არ ჰყოფნის პატივიცემის გამოხატვა ლომის მიმართ, რასაც ეს უკანასკნელი ვერ ეგუება, თან თითოეულ მათგანს დომინანტობა სურს. კავშირი შესაძლოა სასიამოვნო იყოს, თუმცა ხანმოკლე. ქორწინება კი რეკომენდირებული არ არის.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება