შეთავსება
ლომი
ქალწული
ზოგადი შეთავსება

ლომს იზიდავს ქალწულის გონიერება, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იხიბლება ლომით, ვერ უგებს მას. თავის მხრივ, ლომი ვერ იღებს იმ სექსუალურ ვნებასა და სიამოვნებას თავშეკავებული ქალწულისგან, რომლის მოთხოვნილებაც აქვს. ქალწული პრაქტიკული და ფრთხილია, ხოლო ლომი ექსტრავაგანტური და არარაციონალური. ლომს ხელგაშლილად ცხოვრება უყვარს, ქალწული კი კონსერვატორი, ეკონომიური და მოკრძალებულია, რაც ლომის ცეცხლოვანებას აქრობს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალწული უფლებას არ მისცემს ლომს მასზე იმბრძანებლოს. ლომს ლაქუცი, მოფერება და ქება უყვარს, რასაც ქალწული ნაკლებად გააკეთებს, ამიტომ, სჯობს მათ სხვა პარტნიორები მოძებნონ.

სექსუალური შეთავსება

ლომი გამოირჩევა სექსუალურობითა და ჭარბი მოთხოვნილებით მაშინ, როცა ქალწული სექსში ძალიან თავშეკავებული და მორიდებულია. ლომის მეფური ეგსტრავაგანტულობა ქალწულისთვის მიუღებელი და ცოტა მტკივნეულიცაა, რადგან ის უფრო კონსერვატორულია. მას არ მოსწონს, როცა ვინმე მბრძანებლობით ექცევა, ლომს კი სხვაგვარად არც შეუძლია. ქალწულისთვის დამახასიათებელია მწვავე კრიტიკა, რასაც ლომი არასოდეს შეეგუება. მათი კავშირი ხანმოკლეა, ქორწინება კი წარუმატებელი იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება