შეთავსება
მშვილდოსანი
კირჩხიბი
ზოგადი შეთავსება

გარესამყაროსთან თამამად მყოფ მშვილდოსანს შეუძლია კირჩხიბს ახალი ინტელექტუალური ჰორიზონტი გაუხსნას, თუმცა, სამწუხაროდ, სიყვარულში დაცულობის გრძნობას ვერ მიანიჭებს, რაც კირჩხიბს ყველაზე მეტად სჭირდება. მშვილდოსნის ქარაფშუტობა და არასტაბილურობა კირჩხიბში ეჭვიანობას აღვივებს. მშვილოდანს ძალიან თრგუნავს კირჩხიბის მიჯაჭვული დამოკიდებულება. მშვილდოსანს უყვარს თავგადასავლები, მაშინ, როცა კირჩხიბს სახლის მყუდრო გარემო ურჩევნია. კირჩხიბის განმარტოების ყოფნის სიყვარული მშვილდოსანს მისგან გათავისუფლების სურვილს უჩენს. ამასთან, მშვილდოსანის ზედმეტი პირდაპირობა მუდმივად გულს ტკენს მგრძნობიარე კირჩხიბს. ამ წყვილისგან უფრო კარგი მეგობრები გამოვა, ვიდრე საყვარლები ან ცოლ-ქმარი.

სექსუალური შეთავსება

ეს ორი ნიშანი, ზოდიაქოს ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებზეა განთავსებული, ამიტომ მათი წყვილი ვერ შეძლებს წარმატებული ურთიერთობის აგებას. კიბოს სჭირდება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რის მიცემას მშვილდოსანი ვერანაირად ვერ მოახერხებს თავისი ხასიათიდან გამომდინარე. სექსში შესაძლოა ჰარმონია ჰქონდეთ, მაგრამ ურთიერთობა ხანგრძლივი და სტაბილური ვერ იქნება. ასევე არასასურველია მათ შორის ქორწინება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება