შეთავსება
მშვილდოსანი
ქალწული
ზოგადი შეთავსება

თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანს არანაირი კავშირი არ აქვს შრომისმოყვარე ქალწულთან. მშვილდოსანი გაუაზრებელი მოთამაშია, ხოლო ქალწული მუდმივად ცდილობს შექმნას საიმედო მომავალი. ქალწული და მშვილდოსანი ინტელექტუალ ნიშნებს მიეკუთვნებიან, თუმცა, მათი გონება მუდმივად ეჯახება ერთმანეთს. მშვილდოსანს ფუფუნება და ხარჯვა უყვარს, ქალწულს მოწესრიგებული, მოკრძალებული და უპრეტენზიო ცხოვრება იზიდავს. ტემპერამენტში მკვეთრი და ცხოვრებისეული შეხედულებების სხვაობის გამო ამ წყვილის კავშირი ძალიან პრობლემატურია.

სექსუალური შეთავსება

ხანმოკლე ურთიერთობაა. მშვილდოსნის ცხოვრებისადმი ზედაპირული და მარტივი დამოკიდებულება, მიუღებელია ქალწულისთვის. მათ ძალიან ცოტა რამ აერთიანებთ როგორც ცხოვრებისეულად, ისე სექსში. მშვილდოსანი ქალწულისთვის არასერიოზული და თავქარიანია, ხოლო ამ უკანასკნელისთვის მომაბეზრებელია ქალწულის ჩაკეტილობა და რიდი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება