კურო - ვერძი შეთავსების ჰოროსკოპი
ნიშნების ძალიან რთული თავსებადობაა, რამდენადაც ორი სრულიად განსხვავებული პროვნებაა. ვერძს არ მოსწონს კუროს ზომიერი ტემპი და წარმოსახვის არქონა. ვერძის იმპულსურობა გადაწყვეტილებების მიღებისას, აღიზიანებს კონსერვატიულ კუროს, რომელსაც გულზე არ ეხატება მკვეთრი ცვლილებები. კუროს უყვარს ოჯახური სიტუაცია, ხოლო იმპულსური ვერძი მიილტვის ახალი შეგრძნებებისა და თავისუფლებისკენ. კუროს მესაკუთრე ხასიათი აქვს, ის ეჭვიანი და კონსერვატორულია. ვერძის მოთხოვნა დიაცვას თავისი ინდივიდუალურობა, კუროსთვის უარყოფის ტოლფასია. კუროს ფულის გამომუშავება შეუძლია, ხოლო ვერძი მხარჯველია. ასეთი კავშირი სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს. ყოველ მათგანს დასჭირდება პირადი სივრცე, ტერიტორია, ღამით მაინც — ოღონდ ერთ ოთახში. მათი ქორწინება მშვიდი ნამდვილად ვერ იქნება, თუმცა, თუკი ერთად საკმაოდ დიდხანს გაატარებენ, ვერძი ბოლოს დააფასებს კუროს საიმედოობას და ერთგულებას.
გააზიარე ფეისბუქზე
loading...


loading...



ბლოგის სტატიები