შეთავსება
კურო
კირჩხიბი
ზოგადი შეთავსება

კუროსა და კირჩხიბს შორის შესაძლოა განვითარდეს მშვენიერი ურთიერთობა, რომელიც დამყარებული იქნება სრულ ურთიერთგაგებაზე, რაც თავის მხრივ მყარი საფუძველია ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრებისთვის. ამ ნიშნებს ბევრი საერთო აქვთ. ორივე პარტნიორი სახლში ყოფნის მოყვარულია, მიდრეკილნი არიან სენტიმენტალობისკენ, უყვართ სექსი. კუროს გაწონასწორებულობა და თავქარიანობის მომენტის არქონა კარგი ანტიდოტია კირჩხიბის ცვალებადი ხასიათისთვის. კურო ზოდიაქოს ნიშნებიდან ერთადერთია, ვისაც მშვიდად, ყოველგვარი სულიერი დანაკარგის გარეშე გადააქვს კირჩხიბის შინაგანი კრიზისი. თავის მხრივ, კირჩხიბი კუროს ერთგულია და მის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კურო მიისწრაფის ფულისა და დაცულობისკენ, კირჩხიბსაც იგივე მიზნები აქვს. საერთო ინტერესები და სურვილების თანხვედრა უზრუნველყოფს ჰარმონიულ კავშირს.

სექსუალური შეთავსება

ამ წყვილის კავშირი საკმაოდ გამართლებულია, რადგან კიბო არის ყველაზე რომანტიკული და დამაკმაყოფილებელი ზოდიაქოს ნიშანი კუროსთვის. თავის მხრივ, კუროს სტაბილურობა, ალერსიანობა და მშვიდი ხასიათი, კიბოსთვის სრულიად მისაღებია. ორივე მხარეს გააჩნია ემოციებით და ვნებებით სავსე ურთიერთობისკენ მიდრეკილება. შესაბამისად, თუ ფიზიკური მონაცემები მათ აკმაყოფილებთ, მაშინ კავშირი მყარი იქნება, ხოლო ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება