შეთავსება
კურო
ქალწული
ზოგადი შეთავსება

ეს ქორწინება წარმატებული და ბედნიერი იქნება ორივე ნიშნისთვის მაშინაც კი, თუ თავდავიწყებით არ ეყვარებათ ერთმანეთი. ღრმა სიმპათია და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი საკმარისია გაწონასწორებული თანაცხოვრების პირობებისთვის. ძირითადად ამ ორ ნიშანს აერთიანებს ცხოვრებაზე რეალისტური შეხედულებები და ჯანსაღი პრაქტიკულობა, რაც ასევე ჰარმონიული თანაცხოვრების მყარი საფუძველია. კუროს შეუპოვრობა და ქალწულის მახვილი გონება ამ წყვილს წარმატებას მოუტანს. კურო მკაცრად აკონტროლებს ხარჯებს, რაც ძალიან მოსწონს ფრთხილ ქალწულს. ის აფასებს და ანგარიშს უწევს თავის კუროს, ხოლო ეს უკანასკნელი ამ ყველაფრის მოხარულია და თავის მხრივ ცდილობს მადლიერება დაანახოს ქალწულს სიყვარულის, მზრუნველობის და გრძნობების გამოხატვით. ორივე ნიშანი მშვიდობისა და სიცოცხლის მოყვარულია, ორივეს მძაფრი მგრძნობელობა აქვთ საოჯახო და ფინანსური საკითხების მიმართ. ამ საერთო თვისებებს პარტნიორებისთვის მოაქვს ბედნიერება, მატებს მომავლის იმედს და უქმნით ამაღლებულ განწყობას.

სექსუალური შეთავსება

კუროში უფრო მეტად განვითარებულია ფიზიკური საწყსი და მას ძალიან აღიზიანებს ქალწულის პურიტანული მიდრეკილებები. სექსში ქალწული თავს არიდებს ექპსერიმენტებსა და სითამამეს, რაც კუროსთვის სრულიად მიუღებელია და მისი სექსუალური დაუოკებლობა ქალწულს აშინებს კიდეც. მათი კავშირი და ქორწინება წარმატებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ქალწული სექსში კომპრომისებზე წავა.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება