შეთავსება
კურო
სასწორი
ზოგადი შეთავსება

კურო სასწორში ხედავს თბილ, საიმედო პარტნიორს. სასწორები დაბადებულები არიან იმისათვის, რომ მოხიბლონ და გრძნობები გაუღვივონ საპირისპირო სქესს. ორივე ნიშანს მართავს ვენერა, თუმცა მათი მგრძნობელობა გამოიხატება სხვადასხვაგვარად. დიდი მსგავსებისა და ბევრი საერთო ინტერესის მიუხედავად, ხანგრძლივი ქორწინება მათ შორის წარმოუდგენელია სრულიად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული პრინციპების ქონის გამო. დროთა განმავლობაში, სასწორის გაუფრთხილებლობა და სიყვარულისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კუროს აღიზიანებს, ხოლო სასწორებს არ მოსწონთ კუროს მესაკუთრეობა. ამ ნიშნების რომანტიული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება.

სექსუალური შეთავსება

თითქმის ერთნაირი ტემპერამენტის და სექსისადმი დამოკიდებულების მქონე ამ ორ ნიშანს შორის კავშირი საკმაოდ წარმატებული იქნება. კურო წამყვან როლს შეითავსებს, ხოლო სასწორი ემოციებითა და ვნებებით შეავსებს საძინებელს. საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობის აგება შეუძლიათ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება