შეთავსება
ქალწული
კურო
ზოგადი შეთავსება

ეს ქორწინება წარმატებული და ბედნიერი იქნება ორივე ნიშნისთვის მაშინაც კი, თუ თავდავიწყებით არ ეყვარებათ ერთმანეთი. ღრმა სიმპათია და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი მაჩვენებელი საკმარისია გაწონასწორებული თანაცხოვრების პირობებისთვის. ძირითადად ამ ორ ნიშანს აერთიანებს ცხოვრებაზე რეალისტური შეხედულებები და ჯანსაღი პრაქტიკულობა, რაც ასევე ჰარმონიული თანაცხოვრების მყარი საფუძველია. კუროს შეუპოვრობა და ქალწულის მახვილი გონება ამ წყვილს წარმატებას მოუტანს. კურო მკაცრად აკონტროლებს ხარჯებს, რაც ძალიან მოსწონს ფრთხილ ქალწულს. ის აფასებს და ანგარიშს უწევს თავის კუროს, ხოლო ეს უკანასკნელი ამ ყველაფრის მოხარულია და თავის მხრივ ცდილობს მადლიერება დაანახოს ქალწულს სიყვარულის, მზრუნველობის და გრძნობების გამოხატვით. ორივე ნიშანი მშვიდობისა და სიცოცხლის მოყვარულია, ორივეს მძაფრი მგრძნობელობა აქვთ საოჯახო და ფინანსური საკითხების მიმართ. ამ საერთო თვისებებს პარტნიორებისთვის მოაქვს ბედნიერება, მატებს მომავლის იმედს და უქმნით ამაღლებულ განწყობას.

სექსუალური შეთავსება

ზოდიაქოს ეს ნიშანი სექსის ქონას ამჯობინებს ზედმეტი ხმაურისა და შფოთვის გარეშე, მაშინ, როცა ქალწული მიდრეკილია ანალიზისა და სიტუაციის შესწავლისა და მწვავე კრიტიკისკენ. თუ ქალწული თავის მიდგომებს შეცვლის, შეძლებს კუროს ვნებიანი საყვარელი გახდეს. სხვა მხრივ მათ ურთიერთგაგება აქვთ, ამიტომ, კავშირი შესაძლოა იყოს კარგი და ხანგრძლივი, ასევე წრამატებული გამოდგეს ქორწინებაც.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება