შეთავსება
ქალწული
სასწორი
ზოგადი შეთავსება

სასწორი ძალიან პრიმიტიულად აზროვნებს, ზედაპირულია და ეს ქალწულს არ მოსწონს. სასწორს ფულის ხარჯვა უყვარს, მაშინ, როცა ქალწული ძალიან ხელმომჭირნეა. სასწორს მოუწევს მუდმივად მოისმინოს ქალწულის მხრიდან კრიტიკა, რის გამოც ჩათვლის, რომ მას არ უყვარს. ქალწული თავშეკავებული და პრაქტიკულია, რაშიც სასწორი პირად შეურაცხყოფას ხედავს. ქალწულის ამ თვისებების გამო სასწორი მალე დაიწყებს ახალი პარტნიორის ძებნას, რომელსაც უფრო მეტად ეყვარება სიავმონების მიღება და გართობა. ამ წყვილის კავშირს მომავალი არ უწერია.

სექსუალური შეთავსება

გრძნობებითა და ემოციებით სავსე საწორისთვის ბეტონის კედელივით არის ცივი და ანალიტიკური ქალწულის ბუნება. მისი მხრიდან გამოვლენილი მწვავე კრიტიკა, სასწორისთვის უბრალოდ აუტანელია. პერიოდულად სასწორს თავისუფლება სურს, რაც ქალწულისთვის მიუღებელია. მათი კავშირი არამყარი იქნება, მინიმალური თანხვედრისა და ინტერესების ქონის გამო. ქორწინებაზე სჯობს არც კი იფიქრონ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება