შეთავსება
თხის რქა
სასწორი
ზოგადი შეთავსება

სასწორს იზიდავს თხის რქის სექსუალურობა, თუმცა აქ მთავრდება ყველაფერი, რადგან სასწორს ყურადღება და ალერსი სჭირდება, თხის რქა კი თავის გრძნოებებს არ ამჟღავნებს. აქედან გამომდინარე ურთიერთგაგება ნაკლებად აქვთ. სასწორი ზარმაცი და მოდუნებულია, რაც იწვევს მიზანდასახული და პრინციპული თხის რქის აღშფოთებას. სასწორს ურთიერთობები და ღამის ცხოვრება უყვარს, თხის რქა განმარტოებით ყოფნისას ან ახლო მეგობრების ვიწრო წრეში გრძნობს მეტ კომფორტს. მათ შორის შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი რომანი.

სექსუალური შეთავსება

მომხიბვლელობა და სექსუალურობა, რაც სასწორს აქვს, ძალიან იზიდავს თხის რქას. თუმცა, ახლო კავშირისას, სასწორი ზედმეტად ეგოისტურია მისთვის. სექსშიც ბოლომდე ვერ უგებენ ერთმანეთს, ამიტომ ეს კავშირი ძლიან რთულია, ქორწინება კი გამორიცხული.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება