ტყუპები - ქალწული შეთავსების ჰოროსკოპი
ორვე ნიშანს მფარველობს მერკური, რომლისგანაც მათ ცხოვრებისადმი გონივრული მიდგომა აქვთ ბოძებული. თუმცა ეს ერთადერთი საერთო თვისებაა, რაც მათ გააჩნიათ. ქალწულს ტყუპები მიაჩნია უგუნურ და მოკლე ჭკუის ადამიანად, ხოლო ტყუპები ქალწულს ძალიან მიწაზე დაშვებულ და უინტერესო ადამიანად თვლიან. ქალწულის ანალიტიკური მიდგომა ტყუპებისთვის ცივსისხლიანობის ტოლფასია. ქალწულისთვის ტყუპების მიდრეკილება ფუფუნებისა და გართობისკენ სხვა არაფერია, თუ არა ზედაპირულობა და დროის უაზროდ ფლანგვა. ამიტომ, მათ შორის გაჩენილი ვნება მალე ქრება, სექსუალური ცხოვრება თითქოს იყინება. მათი დაშორება გარდაუვალია.
გააზიარე ფეისბუქზე
loading...


loading...



ბლოგის სტატიები