შეთავსება
სასწორი
კურო
ზოგადი შეთავსება

კურო სასწორში ხედავს თბილ, საიმედო პარტნიორს. სასწორები დაბადებულები არიან იმისათვის, რომ მოხიბლონ და გრძნობები გაუღვივონ საპირისპირო სქესს. ორივე ნიშანს მართავს ვენერა, თუმცა მათი მგრძნობელობა გამოიხატება სხვადასხვაგვარად. დიდი მსგავსებისა და ბევრი საერთო ინტერესის მიუხედავად, ხანგრძლივი ქორწინება მათ შორის წარმოუდგენელია სრულიად საწინააღმდეგო ცხოვრებისეული პრინციპების ქონის გამო. დროთა განმავლობაში, სასწორის გაუფრთხილებლობა და სიყვარულისადმი ზედაპირული დამოკიდებულება კუროს აღიზიანებს, ხოლო სასწორებს არ მოსწონთ კუროს მესაკუთრეობა. ამ ნიშნების რომანტიული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება.

სექსუალური შეთავსება

რომანტიკული სასწორისთივის კუროს მსგავსი პარტნიორი ზედმეტად მესაკუთრე და მატერიალისტია. თუმცა, ფიზიკურად ერთმანეთს კარგად ეწყობიან. სასწორს თავისი ხასიათის წყალობით შეუძლია გაუმკლავდეს კუროს სიჯიუტეს და ზედმეტ მოთხოვნებს. გარკვეულ მომენტებში სასწორის არასტაბილურობა აღიზიანებს კუროს. დროებითი ურთიერთობა კარგად გამოუვათ, ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ იქნება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება