შეთავსება
მერწყული
თევზები
ზოგადი შეთავსება

მერწყულს იზიდავს თევზის რომანტიული ხასიათი, ხოლო თევზებს მერწყულის მაღალი იდეალები. წარმოსახვის უნარის მქონე მგრძნობიარე თევზები მერწყულის ნებისმიერ სურვილს შეასრულებს. მათ გამონაკლისი სიახლოვით სავსე ურთიერთობა ექნებათ. თუმცა ურთიერთობაში პრობლემებს შექმნის თევზების მუდმივი მოთხოვნა სიყვარული უმტკიცოს მერწყულმა. დამოკიდებული, არამყარი ხასიათის თევზები საჭიროებენ ძლიერი ლიდერის ხელში ყოფნას. მერწყული უარყოფს ნებისმიერი ემოციონალურ მოთხოვნას. როცა მერწყული იგრძნობს, რომ თევზების მახეში გაება, მაშინვე დაიწყებს ფიქრს მისგან წასვლაზე და თავისუფლების დაბრუნებაზე. ამ წყვილის კავშირი პრობლემატურია.

სექსუალური შეთავსება

მათი სექსუალური სიახლოვე ძალიან მალე მელოდრამის ელემენტების შემცველ ომში გადადის. მგრძნობიარე თევზები ძალიან დამოკიდებული ხდება მერწყულზე, რაც ამ უკანასკნელს საშინლად აღიზიანებს და თავს შებოჭილად გრძნობს. თავიდან შეძლებენ ნორმალურ ურთიერთობას, ხოლო დროთა განმავლობაში ხშირი უთანხმოების გამო, კავშირი შეწყდება. ქორწინება გამორიცხულია.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება