შეთავსება
მერწყული
თხის რქა
ზოგადი შეთავსება

მერწყული თხის რქას ეჩვენება არაპროგნოზირებად ადამიანად. პასუხისმგებლობის და მოვალეობის შესრულებისადმი ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება მალე გააღიზიანებს ავანტიურისტ მერწყულს. მერწყული აფასებს შესაძლებლობებს, თხის რქა - თვითდისციპლინას. მერწყულს ხეტიალი, ურთიერთბების დამყარება და გართობა, ხოლო თხის რქას სახლში ჯდომა უყვარს. ამიტომ, მათი კავშირი დიდ ხანს ვერ გასტანს. თუმცა ურთიერთსიმპათიის არსებობის გამო, სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა კარგ მეგობრულ დამოკიდებულებაში გადაიზარდოს.

სექსუალური შეთავსება

ზოდიაქოს ეს ნიშნები ძალიან რთულად ეგუებიან ერთმანეთს. თხის რქას მერწყული ზედაპირულ და ქარაფშუტა არსებად მიაჩნია, თავის მხრივ კი მერწყულს საერთოდ არ ესმის თხის რქას მიდგომა ცხოვრებისადმი. ურთიერთობის დაწყებას შეძლებენ, მაგრამ მის შენარჩუნებას ვერანაირად.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება