სიზმრების ახსნა
არფას დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმარში არფას მწუხარე და სასიამოვნო ჟღერადობის მისმენა - ნიშნავს, რომ გარკვეული სასარგებლო საქმე თქვენთვის სამწუხაროდ დასრულდება. გატეხილი არფა - ავადმყოფობის ნიშანია; შეყვარებული წყვილისთვის ეს სიზმარი ურთიერთობის არევის ნიშანია. თუ არფაზე უკრავთ, ეს ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა იყოთ ადამიანებისთვის ნდობის გამოცხადებისას, განსაკუთრებით სიყვარულში.
არფას სიზმრად ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ის მიუთითებს რომანტიკაზე, ჰარმონიაზე, სინაზეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ არფაზე უკრავთ, ეს ნიშნავს, რომ რეალობაში განიცდით ღრმა გრძნობას, რომელსაც ავსებთ ჰარმონიით და ვნებით საწოლში. თუ სიზმარში არფაზე დაკვრა არ გამოგდით, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში ემხრობით აზრს, რომლის მიხედვითაც კარგი სექსი სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია. ეს სუბიექტური მოსაზრებაა და ალბათ ბევრი შეგეკამათებათ კიდეც. ზოგჯერ თქვენმა სხეულმა შეიძლება „უღალატოს“ თქვენს აზრებს და პრინციპებს და ამას ვერაფერს უზამთ.
მუსიკალური ინსტრუმენტების დასიზმრება
მილერის მიხედვით
მუსიკალური ინსტრუმენტების დასიზმრება, დიდი ხნის ნანატრი სიამოვნების მიღების ნიშანია. თუ ინსტრუმენტები დამტვრეულია – სიამოვნება დაირღვევა დაუპატიჟებელი სტუმრების მოსვლით. თუ ასეთ სიზმარს ახალგაზრდა ქალი ხედავს - ის შეძლებს რეალობაში საკუთარი ცხოვრება ისე მოაწყოს, როგორიც სურს.
მუსიკის დასიზმრება
ლოფის მიხედვით
თუ სიზმარში ნანახი მუსიკალური ფონი სასიამოვნოა დამსწრე საზოგადოებისთვის, რეალურ ცხოვრებაში გარემოცვასთან ურთიერთობა დაგილაგდებათ. თუ ვინმეს შესრულებული კომპოზიცია არ მოგწონთ, ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს უნდა მოერიდოთ. თუ სიზმარში სასიყვარულო მელოდიას ან მძიმე როკს უსმენთ - რეალურად არ დაიბნევით რთულ სიტუაციებში და ზუსტად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ. ჩვენ მივეჩვიეთ რომ მუსიკა სცენაზე და ფილმებში შეწყობილია გმირის პერსონაჟთან, თუმცა სიზმარში მუსიკის შექმნის პროცესი ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. ამ მომენტებზე დაკვირვება საშუალება მოგვცემს უფრო კარგად ავხსნათ სიზმრის მნიშვნელობა.
მუსიკის დასიზმრება
მილერის მიხედვით
სიზმრად ნანახი მუსიკა რეალობაში დროის სასიამოვნოდ გატარების ნიშანია. მელოდიური, სასიამოვნო მუსიკის ნახვა – სულიერ სიმშვიდეს და კმაყოფილებას გპირდებათ. დისჰარმონიული მუსიკა, რომელშიც უხეში ბგერები ისმის, უსიამოვნებების ნიშანია ცელქი ბავშვების მხრიდან ან ოჯახის სხვა წევრებისგან.
მუსიკის სიზმრად ნახვის ახსნა
ფროიდის მიხედვით
ზოგადად, მუსიკას სიზმარში კარგი ახსნა აქვს, განსაკუთრებით თუ მას უსმენდით, მოგწონდათ და სიამოვნებას იღებდით ამით. ასეთი სიზმარი მიუთითებს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ჰარმონიულად გაქვთ და ბედნიერი ადამიანი ხართ, ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და გჯერათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ. თუ სიზმარში ნაცნობ, მელოდიურ მუსიკას უსმენდით, ეს ნიშნავს რომ წარსულში დაბრუნება მოგიწევთ. თუმცა, ამაში თქვენთვის სასარგებლო არაფერია, რადგან დაუბრუნდებით თუ არა ნაცნობ ადგილებს, ხალხს, გარემოს - მაშინვე მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით. მკაფიო ხმოვანების მუსიკას თუ უსმენთ სიზმარში, რომელიც გაღიზიანებთ ან აგაღგზნებთ - რეალობაში ისეთ რამის გაკეთება მოგიწევთ, რაც არ გინდათ, მაგრამ იძულებული იქნებით, შემდეგ კი დიდხანს ინანებთ მომხდარის შესახებ. თუ თავად უკრავთ რომელიმე ინსტრუმენტზე - რეალურ ცხოვრებაში ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებთ და ნამდვილად არ ინანებთ, რადგან ეს ყველაფერი ახალ, მანამდე გამოუცდელ შეგრძნებებს მოგიტანთ.
რატომ გვესიზმრება მელოდია
ცვეტკოვის მიხედვით
ლამაზი, ნაცნობი მელოდია — მეგობრებთან შეხვედრა.
რატომ გვესიზმრება მუსიკა
ცვეტკოვის მიხედვით
ფარული დაცინვა (ქალისთვის); მუსიკის მოსმენა — სასიხარულო ცნობა; მუსიკა (კონცერტი) — ლამაზი ჟღერადობის — ავადმყოფებისთვის გამოჯანმრთელებას ნიშნავს; თუ თავად მღერით ან უკრავთ — მწუხარება, ცრემლები.