სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება მოსმენა
ცვეტკოვის მიხედვით
სასიამოვნო- გაფრთხილება უბედურების შესახებ
რატომ გვესიზმრება ყრუ
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- მნიშვნელოვანის დავიწყება; თვითონ ხარ ყრუ- ძველი პრობლემის მოგვარება
რატომ გვესიზმრება ყური
ცვეტკოვის მიხედვით
ამბავი; მკაფიოდ ნახვა - მალე ახალ ამბავს გაიგებ; არაჩვეულებრივი - უცნაური სიახლეები, ამბები; ბევრი ყური- საქმეებში ნამდვილი დამხმარეები; მარცვლებით ავსებული - ამბავი მემკვიდრეობის შესახებ ; ლამაზი ყური- ერთგულება; დაჭრილი- ღალატი; მოკვეთილი- ახლობლების დაკარგვა; დაგუბებული- ტყუილი, ცრუ ამბები; დაჭრილი ყურები- მეგობრის ან სანდო პირის ღალატი , გამოაშკარავება; ყური მოძვრა- გოგო გათხოვდება; განქორწინება მეუღლესთან.
სიზმარში სიყრუის, სიბრმავის, გრძნობის უნარის დაკარგვის ნახვა
ლოფას მიხედვით
ეს ძალიან სიმბოლური მოვლენაა. აი ერთი 34 წლის კაცის მოგონებების მაგალითი: " მესიზმრება სიტუაცია, რომელშიც ყველა ძალისხმევა უნდა დავატანო , რომ დავეხმარო უცნობს, თავიდან აიცილოს საფრთხეები. უცებ მოულოდნელ ვეღარ ვხედავ. ამან ძალიან დამაბნია". გაუგებარი მიზეზით ერთ-ერთი სენსორული უნარის დაკარგვა იგივეს არ არის, რაც უბედური შემთხვევისას დაზიანება. გამოსახულება უმიზეზოდ ქრება. ასეთი სიზმარი დაფიქრებას გაიძულებთ, შეგიძლიათ თუ არა, გაუმკლავდეთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გაქვთ. ამას გარდა, მსგავსი სიზმრები ასახავენ ადამიანის სურვილის არქონას, რომ გმირის როლი მოირგოს. გმირის როლის შეიძლება საკმაოდ მაბეზარი იყოს , თანაც, არ არის აუცილებელი, რომ მას სიხარულით იღებდეთ. უცებ გეუფლებათ ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა მათ მიმართ, ვისთანაც ცხოვრებაში არანაირი ვალდებულება არ გაკავშირებთ. ეს სიტუაციას ართულებს. ბევრი ჩვენგანი უბრალოდ გარშემომყოფების მიმართ თავისი ვალდებულებების შესრულებას ცდილობს . სცენარის კიდევ ერთი ვარიანტი- მგრძნობელობის დაკარგვა რამის ან ვინმეს სანაცვლოდ . გამოთქმა " ბევრს მივცემდი ... გულისთვის" გამოხატავს ადამიანის სურვილს, რომ გაცვალოს თავისი გრძნობის უნარი რამე უფრო ფასეულზე. ჩვენი ტვინი ძალიან ხშირად იყენებს გაცვლის პრინციპს იმისთვის, რომ დაგვეხმაროს, შევამოწმოთ დამოკიდებულებისა და საგნების შედარებითი ფასეულობა. ასეთ დანაკარგს ხშირად წამების ელფერი დაჰკრავს , განსაკუთრებით გრძნობის უნარის დაკარგვის შემთხვევებში ავადმყოფობის შედეგად. დაკარგვა აღიქმება როგორც რამის ადეკვატური ჩანაცვლება, რაც იყო მიღებული სიზმრის დროს ან რეალურ ცხოვრებაში.