სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ცხვარი
ცვეტკოვის მიხედვით
წარმატება; თუ ცხვარი ბღავის — შიშს განიცდით; ხელმძღვანელობისგან მკაცრ საყვედურს მიიღებთ.
რატომ გვესიზმრება ცხვრის ხორცი
ცვეტკოვის მიხედვით
ჭამა — ცრემლები
სიზმარში ცხვრის ნახვა
ცხოველების ახსნის მიხედვით
მამაკაცური საწყისი განსახირებაა, რომელიც ბადებს შემოქმედებით ძალას და ენერგიას. ის დაკავშირებულია მზისა და ცის ღმერთებთან. ზოდიაქოში ვერძი განასახიერებს გაზაფხულის მაცოცხლებელ მზის ძალას, როგორც წლის დასაწყისი. ცხვრის რქების სპირალი ითვლება სიძლიერის სიმბოლოდ და შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც მზის, ისე მთვარის ქალღრმერთებს. მეორეს მხრივ, ცხვარი - ჩვეულებრივი, შესაწირი ცხოველია. ტიბეტურ ბუდიზმში, ცხვრის თავი სრული ძალაუფლების ნიშანია და სკიპტრაზე გამოისახება. კელტებში ის ნაყოფიერების, ქტონიკური საწყისის ნიშანი და ომის ღმერთების ატრიბუტია. ცხვრისთავიანი გველი დაკავშირებულია რქიან ღმერთ ცერნუნთან. ქრისტიანულ კულტურაში, ცხვარი ქრისტეს სიმბოლოა, როგორც მოძღვარის და მსხვერპლის, რომელმაც ისააკი ჩაანაცვლა სამსხვერპლოზე. ეგვიპტეში ის შემოქმედებითი ძალის, მზის ენერგიის სიმბოლოა. ცხვარი – ღმერთ ამონ-რას სიმბოლოცაა. ის ასევე იყო ოზირისის ატრიბუტიც. ძველ საბერძნეთში, ცხვარი დაკავშირებული იყო ზევს-საბაზიასთან, როგორც ცხვარ-ღმერთთან და წარმოადგენდა შემოქმედი ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოს. კვიპროსზე, ცხვარი ასოცირდებოდა აფროდიტესთან. ზოდიაქოში ცხვრის სიმბოლო არის ვერძი, რომელსაც მართავს ცეცხლოვანი პლანეტა მარსი. თუ გადავხედავთ ინდურ კულტურას, მასში ცხვარი წრამოადგენს ცეცხლის ღმერთ აგნის ატრიბუტს და წმინდა ცეცხლის სიმბოლოა. ისლამში ცხვარი - ისევე სამსხვერპლო ცხოველია, როგორც ქრისტიანობაში. სკანდინავიელმა თორმა ცხვრები თავის ეტლში შეაბა. შუმერულ-სემიტურ ტრადიციაში, ცხვრის თავი მაგრდებოდა კოშკის წვერზე და გამოსახავდა ოკეანეთისა და ბედისწერის ღმერთ ეას. ცხვრის რქებით არის გამოსახული ფინიკიელ ვაალ-ჰამონი, რომელი იყო ზეცისა და ნაყოფიერების ღმერთი. ასეთივე ფორმით გამოისახებოდა რაშაპი და მისი ტახტის საყრდენიც ცხვრების ფიგურებია.
ცხვრის დასიზმრების ახსნა
ფროიდის მიხედვით
თუ ცხვარი დაგესიზმრათ - ეს არის თქვენი რეალური ხასიათის სიმბოლიზირება. მორიდებული ხართ და ხშირად გიჭირთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა პრტნიორთან. არ შეგიძლიათ თამამად განაცხადოთ საკუთარი სურვილებისა და ვნებების შესახებ. მოთმინებით იღებთ ყველანაირ სიტუაციას და არასოდეს არ ცდილობთ გამოასწოროთ ან გააუმჯობესოთ საკუთარი მდგომარეობა. ყველაფერი, რაც სტანდარტულს და ჩვეულს სცდება, შოკში გაგდებთ და გაშინებთ.