• კუბოს ყიდვა სიზმარში, ნიშანია ავადმყოფობის. • კვამლი სქელი რომ ნახო - ცუდია, დაფანტული და გაშლილი, ნიშანია მტერს შეურიგდები. • კბილები თეთრი, ნიშანია შეგემატება რამე, შავი და დამპალი ნახო, ნიშანია ჩხუბს შეხვდები, მაგრამ თუ გამოსაცვლელი კბილი ნახე, ნიშანია გაბედნიერების. • კურდღელი რომ ნახო, ნიშანია დიდი აყალმაყალის. • კარტის თამაში ნახო, შეგემატება რამე, თუ შენ ითამაშე, ნიშანია ჩხუბისა. • კატა ნახო, ჩხუბი მოგივა ვინმესთან. • კაცის მოკვლა – მწუხარებისა და ნაღველის მომატების ნიშანია. • კუბოს გაკეთება – ნიშანია სიხარულისა და პატივისცემისა. • კბილის ჩამოვარდნა – ნათესავის სიკვდილია. • კურდღელი – მშიშრობისა ან სხვა ცუდის ნიშანია. • კლიტე – კარგია • კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართება. • კვერცხს კრუხს უწყობდე – სარგებლობისა და ხეირის ნიშანია. • კამეჩი ნახო მორევში – ახალ ამბავს გაიგებ. • კამეჩი თუ შეაბი და ამუშავე – ცუდი და ფათერაკის ნიშანია. • კოცნა ვინმესი – კარგია და რაიმე დოვლათს შეიმატებ. • კოცნა მკვდრისა – ძალიან ცუდია და საშიში ნიშანია. • კოკის ნახვა – კარგია, ცარიელი კი - ცუდია.


mogo.ge


ბლოგის სტატიები