• ლაპარაკი სიზმარში, ნიშანია სარგებლობის. ლაპარაკი სამღვდელო ვინმესთან კარგია. • ლომები რომ ნახო მშვიდი, ნიშანია, რომ საქმე გექნება დიდ კაცებთან. ანჩხლი ლომები ნახო, ნიშანია უბედურების. • ლაპარაკი რომ გაიგო მაღალი ხმით სიხარულია. • ლეკი რომ ნახო, შეხვდები ახალგაზრდა მეგობარს. • ლუდი დალიო, ნიშანია, აჯობებ მტერს. რომ მოკლა მტერი შენი, ნიშანია ზარალისა. • ლამაზი სახის ნახვა ან კოცნა – ძალიან კარგია. • ლეღვის ჭამა – მეტად ცუდი ნიშანია და ავადმყოფობაც მოსდევს. • ლეღვის ხე ნახო – ცუდია და საშიშ საქმეს მოასწავებს. • ლიმონის ნახვა – კარგია და რაიმე სიხარულს შეიმატებ. • ლიმონის ჭამა – ცუდია და სნულების ნიშანია. • ლეკვით თამაში – ძალიან კარგია და ბედნიერების ნიშანია. • ლოცვა ან საყდარში შესვლა – კარგია და ბედნიერებაა. • ლომის ნახვა – დიდი და სახელოვანი კაცის ნიშანია. • ლოგინის ნახვა – ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია. • ლაპარაკი სხვისა – კარგია, მხოლოდ ფრთხილად იყავი მტრისაგან. • ლურსმანი მოაგროვო ან იყიდო – კარგია.


onlinecredit.ge


ბლოგის სტატიები