• დასახური - ახალი რამ დაიხურო სიზმარში, სიხარულია, ძველი რომ დაიხურო დაგეკარგება პატივი. რომ მოგპარონ სიზმარში, დიდ და ახლო მეგობარს დაკარგავ. • დედაკაცები რომ ნახო სიზმარში გაწეწილი თმებით, ნიშანია ავადმყოფობისა. იმათგან რომ სიზმარში მიიღო კმაყოფილება, ნიშანია რომ გაიმარჯვებ ყოველ საქმეში. • დიდი ბუქის ნახვა სიზმარში, ნიშანია რომ დიდი ჩხუბის მოწმე გახდები. • დანა ნახო სიზმარში - ქოწინების ნიშანია. • დროშა ნახო გაშლილი - დიდ ლხენას ნახავ. • დაჭრა - ნიშანია ავადმყოფობის. • დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ. • დიდი ქარიშხალი თუ ნახო – დიდი არეულობისა და ჩხუბის ნიშანია • დამარხვა მკვდრისა – საწადელი აგისრულდეს. • დახრჩობა – ავი ამბავია, ან კარგი რამ ნივთი დაგეკარგება. • დაქორწინება ნახო – მწუხარების ნიშანია. • დარბაზი ნახო ან აშენება – ძალიან კარგია, გაბედნიერება არის და ცოლის შერთვა. • დარბაზი დაიკეტოს – მდიდარი ვინმე გაღარიბდება. • დედა შენი თუ ნახო – შენთვის კარგია და ბოლოც კეთილია. • დაართვა ძაფი – შორს გზად წასვლისა ან დაბრუნების ნიშანია. • დაჭრილი რომ ნახო – ნათესავის ავადმყოფობას ნიშნავს. • დაცემინება ცხვირისა – შემატებისა და სიხარულის ნიშანია. • დევის ნახვა –ცუდს ნიშნავს. • დიდის ჩაცმა – დიდ სიხარულს და შვებას მოასწავებს. • დაბანვა ცივი წყლით – ცუდია და ალიაქოთის ნიშანია. • დაგვა სახლის – ნიშანია დოვლათის დაცარიელებისა. • დანგრეული შენობა ნახო – ყველა საქმე კარგად წაგივა.
loading...


loading...



ბლოგის სტატიები