• ზღვა რომ ნახო დინჯად, ნიშანია სიხარულის და, თუ აღელვებული ნახე ნიშანია მწუხარების. • ზღვაში ბანაობა – ძალიან კარგია, გულის საწადელი აგისრულდება. • ზარი ჩამოვარდნილი ნახო – ცუდი და განსაცდელის ნიშანია. • ზარის ხმა – სიხარულისა და ახალი რაიმე ამბავის ნიშანია. • ზაქის ხორცის ჭამა – მეტად ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია. • ზაქი რომ ნახო – დიდსა და სახელოვან ვინმეს გაიცნობ. • ზანდუკი რომ ნახო – სიმდიდრისა და ფართო ცხოვრების ნიშანია. • ზურმუხტის ნახვა – კარგია, თუ იყიდო - დიდი სიხარული შეგემატება. • ზურნის ნახვა – ნიშანია ჯარისა და დიდძალი ხალხისა. • ზურნის ხმა თუ გაიგონო – დიდი ნიაღვარი მოვიდეს ანუ წვიმა. • ზამთარი ნახო – კარგია და მეტად კარგ მოსავალს მოასწავებს. • ზაფრანით საჭმელის ჭამა – კარგია და ჯანმრთელობას ნიშნავს. • ზაფრანის ნახვა – ავადმყოფობასა და ლოგინად ჩავარდნას ნიშნავს. • ზეცას აფრენა – სიწმინდე და პატივია ყოველი კაცისათვის.
mogo.ge


okcredit.ge
ბლოგის სტატიები