კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
დისკუსია
person
მარიამ დავითიანი
იკითხა 17 დღის წინ
გამარჯობა. ვერძი დატყუოები ეწყობიან ერთმანეთს სასიყვარულო ურთიერთობებში და ხასიათებში თუ იციშ ვინმემ?
comment 0 პასუხი
visibility 1073 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 16 დღის წინ
შეთავსებაში უნდა იხილოთ, ამ საიტზე
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 16 დღის წინ
ვერძი - ტყუპები ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება. ორივე ცოცხალი და ენერგიული ნიშანია, მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი მეგობრები და საყვარლები. ისინი სიამოვნებას იღებენ ცხოვრების აქტიური სტილისგან, თავგადასავლებისგან და მრავალფეროვნებისგან, იუმორისგან და ელიტარულ წრეში ყოფნისგან. და მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება მათ შორის ნაკლებ სავარაუდოა. მთავარი დამნაშავე ამ საკითხში არის ტყუპების ზედაპირული გრძნობები და ის მდგომარეობა, რომ ისინი მუდმივად გაორებული არიან, ანუ არსებობენ გაორებულ მდგომარეობაში. ტყუპები — ეს არის მშვენიერი, საინტერესო და საყვარელი პიროვნება მოკლე დროით. ამ ორ ნიშანს შორის ყველაზე კარგი ურთიერთობა არის მაშინ, როცა მათ საერთო საქმეები და გეგმები აერთიანებთ. ვერძი, როგორც საქმიანი პარტნიორი ტყუპებისთვის უბრალოდ აუცილებელია. ტყუპები იდეების და გეგმების გენერატორები არიან, რომელთაგან ვერძი არჩევს მხოლოდ სიცოცხლისუნარიანს, საჭიროს და ყველა დაბრკოლების გადალახვით, ისე, რომ არანაირ წინაღობას არ აღიარებს, ახდენენ მათ განხორციელებას. *სექსუალური შეთავსება* ეს კავშირი შესაძლოა ძალიან წარმატებული აღმოჩნდეს, რადგან ორვე ნიშანი დაუოკებელი, აქტიური და შემეცნებისკენ მიდრეკილია. ვერძის დომინანტობისკენ მიდრეკილება იზღუდება ტყუპების გამომგონებლობით, მათ ჭკუა არ მოეკითხებათ სექსუალურ ურთიერთობებში. კავშირი გაგრძელდება მანამ, სანამ ტყუპები მოხერხებული მანევრების გაკეთებას შეძლებენ. ქორწინებამ შესაძლოა დააოკოს ტყუპები და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს.
person
მარიამ დავითიანი
უპასუხა 11 დღის წინ
Madloba❤️
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია