კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
დისკუსია
person
Davit bregvadze
იკითხა 8 დღის წინ
მშვილდოსანი კაცისა და ტყუპი ქალის ურთიერთობა გამოვა?😂😂😂😂
comment 0 პასუხი
visibility 1771 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 7 დღის წინ
ტყუპები - მშვილდოსანი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება *ზოგადი შეთავსება* - ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავს. ყველაზე მეტ სიამოვნებას მათ სულიერი თანხვედრა ანიჭებთ, რადგან სხვადასხვა სფეროში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მშვილდოსანი უფრო ინტელექტუალურია, ტყუპები კი გართობის მოყვარული ქარაფშუტები. ორივე ჯიუტია, უყვართ კამათი და სჭირდებათ თავისუფლება. შესაძლოა სექსშიც ვერ შეეწყონ ერთმანეთს, რადგან ორივე თავშეკავებულია, ხოლო ტყუპების მწარე ენა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. მათი რომანი ისევე ხმაურით დასრულდება, როგორც დაიწყება.
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 7 დღის წინ
*სექსუალური შეთავსება* - ორივე ცვალებადი და არა გულწრფელია დამოკიდებულებაში. მშვილდოსანიც და ტყუპებიც არაპროგნოზირებადი ქცევის მატარებლები არიან და არც საწოლია გამონაკლისი ადგილი, რის გამოც მათ ურთიერთობაში უკმაყოფილება უფრო მეტია, ვიდრე სექსისგან მიღებული სიამოვნება. მათ აკვშირი მოულოდნელად იწყება და ასევე მოულოდნელად სრულდება. ქორწინება შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ამას ორივე მხარის დიდი ძალისხმევა სჭირდება.
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია