კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
დისკუსია
person
Eva
იკითხა 26 დღის წინ
Gamarjoba mainteresebs tyupebi da morieli rogor ewyobian
comment 0 პასუხი
visibility 1095 ნახვა
პასუხი
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 25 დღის წინ
მრავალფეროვანი წარმოსახვის მქონე ტყუპებისა და დინამიური მორიელის წყვილი წარმატებულ კავშირს ააგებს თუკი ერთმანეთს აიტანენ. საწოლში ცეცხლს ანთებენ, მაგრამ მალევე წყვილი აღმოაჩენს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. მორიელი მგრძნობიარეა, ვნებიანი, მომთხოვნი, ეჭვიანი და მოქნილი. ტყუპები ცვალებადი, ქარაფშუტა, ზედაპირული ნიშანია, რომელსაც უყვარს ხალხმრავლობა და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. მორიელს კი ხშირად ურჩევნია განმარტოვება. ეჭვიანი მორიელი მუდმივად გაბრაზებული იქნება ტყუპების მხრიდან სიყვარულისადმი აგდებული დამოკიდებულების გამო. ძალიან მალე ორივე მხარეს მოთმინება ამოეწურება და მათი კავშირი გაწყდება.
person
Giorgi Baghishvili
უპასუხა 25 დღის წინ
სექსუალური შეთავსება -- ახლოს არიან ერთმანეთთან სექსუალური თვალსაზრისით, თუმცა ტყუპების მხრიდან ზედაპირული დამოკიდებულება მორიელს ხშირ შემთხვევაში აღიზიანებს. ასევე ტყუპების არასტაბილური ხასიათი და ფლირტისადმი მიდრეკილება, მორიელის ეჭვიან ხასიათს ამძაფრებს და მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას უწყობს ხელს. არათანასწორი კავშირია ფსიქოლოგიურად და ძალიან რთული ქორწინებაა მოსალოდნელი.
პასუხის გასაცემად გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია