Giorgi Baghishvili
უპასუხა
7 დღის წინ
თხის რქას უყვარდება რაციონალურად. მან იცის, რომ მუცელში გაჩენილი პეპლები ფიზიოლოგიური მდგომარეობის საწინააღმდეგოა, ხოლო სანამ შეიყვარებს, ცდილობს შეისწავლოს სავარაუდოდ ურთიერთობების დროს გაჩენილი ვნების ტაქტიკურ-ტექნიკური თავისებურებები. ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ თხის რქა ბალახის მძოველი უწყინარი არსებაა, პირიქით, ეს ნიშანი ლეოპარდს უფრო ჰგავს და ზუსტად მასავით, მსხვერპლის შეუცდომლად დასაჭერ პოზაში არის ტოტზე მოკალათებული. როცა ნახტომს გააკეთებს და პარტნიორს ხელში ჩაიგდებს, ის იმდენად არამომგებიან და დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ პირველი ეუბნება - «მეც მიყვარხარ».