Giorgi Baghishvili
უპასუხა
7 დღის წინ
ლომს იზიდავს ქალწულის გონიერება, თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იხიბლება ლომით, ვერ უგებს მას. თავის მხრივ, ლომი ვერ იღებს იმ სექსუალურ ვნებასა და სიამოვნებას თავშეკავებული ქალწულისგან, რომლის მოთხოვნილებაც აქვს. ქალწული პრაქტიკული და ფრთხილია, ხოლო ლომი ექსტრავაგანტური და არარაციონალური. ლომს ხელგაშლილად ცხოვრება უყვარს, ქალწული კი კონსერვატორი, ეკონომიური და მოკრძალებულია, რაც ლომის ცეცხლოვანებას აქრობს. მიუხედავად ყველაფრისა, ქალწული უფლებას არ მისცემს ლომს მასზე იმბრძანებლოს. ლომს ლაქუცი, მოფერება და ქება უყვარს, რასაც ქალწული ნაკლებად გააკეთებს, ამიტომ, სჯობს მათ სხვა პარტნიორები მოძებნონ.