Giorgi Baghishvili
უპასუხა
30 დღის წინ
ლომი - მორიელი ზოდიაქოს ნიშნების შეთავსება
მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, იზიდავთ სექსუალურად. თუმცა, ლომს ძალიან უჭირს მორიელის ეჭვიანობასთან და მესაკუთრე ხასიათთან შეგუება. ლომისთვის მორიელი კაპრიზული და თავშეუკავებელია, ხოლო ლომი ამ უკანასკნელისთვის ზედმეტად ტრაბახა, მას არ ესმის ლომის მოთხოვნების თუ რაში სჭირდება მუდმივად აღფრთოვანებული აუდიტორიის წინაშე ყოფნა. მორიელისთვის უმჯობესია თავად განაგებდეს, ვიდრე აღფრთოვანდეს, რაც ცხოველთა მეფეს არანაირად არ აწყობს. ეს წყვილი ძალიან მალე გაარკვევს, რომ სექსი ყველაფერი არ არის. საკმარისზე მეტი შეუთავსებლობის გამო ეს კავშირი არათუ საეჭვო, არამედ უპერსპექტივოა.