pixel
კონსულტაცია
ტაროლოგი

პროფესიით ფსიქოლოგი და მთელი არსებით - ტაროლოგი, ეს მე ვარ მკითხავი კარტზე! 

ტაროს კარტი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ყველაზე რთულ და გარდამტეხ პერიოდში, 15 წლის ასაკში და მოხდა ყველა იმ ძალის რეალიზება, რაც ადრეული ბავშვობიდან მქონდა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სამყაროს ეს საჩუქარი განმასხვავებდა სხვა სოციუმის წევრებისაგან, თანატოლებისაგან და ყველაზე ახლო ადამიანებისაგანაც. შემდეგ იყო უსაზღვრო კავშირი მაგიასთან, მისი შესწავლის, ამოცნობის და დაუფლების დაუოკებელი სურვილი, ბევრი წიგნი, ბევრი ნააზრევი და ამავდროულად ბევრი ბრძოლა, პირველ რიგში საკუთარ აზრებთან და განცდებთან. პროცესში, კი მივხვდი ყველაზე მთავარს, რომ თუ მინდოდა ბოლომდე შემეცნო ჩემი თავი და ეს უნარი, უნდა ჩავღრმავებოდი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს, ჩამომეყალიბებინა ჩემი უნიკალური მეთოდი, მემუშავა მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ტექნიკაზე და ვყოფილიყავი განსხვავებული. ამიტომ, ხშირად თამამად მითქვამს, რომ დამოუკიდებელი გზა, რაც გავიარე თავის გამოსაწრთობად ყველაზე ღირებულია რაც გამიკეთბია. 

 

ყოველი ტაროს გაშლა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში სამყაროს წინაშე, რომ მოახდინო ჩემი ძალის სწორი რეალიზება, ეს ერთგავარდ დამაბრკოლებელიც იყო ჩემთვის, რომ შევჭრილიყავი ამდენი უცხო ადამიანის სულის ყველაზე ღრმა ადგილებში. თუმცა, აქაც და ისევ ვგრძნობდი ბუნების უდიდეს დახმარებას და ხშირ შემთხვევაში ბიძგს გადამედგა უფრო თამამი და დამაჯერებელი ნაბიჯები. აღნიშნული, კი იმის ნიშანია, რომ არ შეიძლება ფლობდე ამ ძალას და არ იყენებდე მას, არ ემსახურებოდე სიკეთეს და სამყაროს ჰარმონიზაციას. მე ვიპოვე საკუთარი თავი და ბედნიერება, გავიაზრე ჩემი მისია და მთელი ენერგიებით ჩართული ვარ ამ საქმიანობაში . 

ყველა სეანსი, ისე როგორც ყველა ადამიანი, არის უნიკალური, ამიტომ არ არსებობს წინასწარ შემუშვებული „ ფორმულა“, თითოეული კარტის არქეტიპი არის განსხვავებული ყველა ადამიანისთვის, შესაბამისად პირადი კონსულტაციები საშუალებას იძლევა სიღრმისეულად და ძირფესვიანად გახსნა პრობლემატური საკითხი, მოძებნო მისგან გამოსავალი და რაც ყველაზე მთავარია -  მიიღო ტაროსგან რჩევები. 

 

მაშინ როცა აწმყო არის გაორებული და გაურკვეველი, ბევრი ურთიერთგადამკვეთი გზით და ამოუხსნელი ლაბირინთებით, მომავლის ცოდნა არის უპირატესობა.  აწმყოს სწორი დიაგნოსტიკით და მომავლის სწორი დაგეგმვით, ყოველთვის შეიძლება 

სამყაროსაგან საუკეთესოს მიღება, ამიტომ არ უნდა შევუშინდეთ პრობლემატურ საკითხებს და მივიღოთ იგი , როგორც გამოწვევა . სიკეთის და პოზიტიური ენერგიის გზა, არის ერთადერთი არჩევანი ცხოვრებისეული წარმატების მისაღწევად და ამ გზაზე ჩემი, როგორც  სამყაროს მაგიურ ძალებსა და თქვენს შორის შუამავლის, იმედი ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ.

ტაროზე კონსულტაცია

30 ლარი

• ცხოვრების გზების დანახვა

• დაბნეულობიდან გამოყვანის გზები

• მომავლის განჭვრეტა

• აწმყოს პრობლემების მოგვარება

შეკვეთა

ტარო - პირადი ცხოვრება

20 ლარი

• ორ ადამიანს შორის ურთიერთობა

• პასუხგაუცემელი კითხვების ამოხსნა

• ურთიერთობაზე ყველანაირი ინფორმაცია

შეკვეთა

ტაროს დიაგნოსტიკა

20 ლარი

• სირთულეების და კარმული ეტაპების გაგება

• რისთვის უნდა იყოთ მზად

• რაოდენ წარმატების მომტანია თქვენი გეგმები

შეკვეთა

ნებისმიერი 3 კითხვა

10 ლარი

• ნებისმიერ თქვენ 3 კითხვაზე იპოვოთ პასუხი

• სამომავლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება

შეკვეთა

აურის გაწმენდა

50 ლარი

• მოიშოროთ ნეგატივი

• ახალი ცხოვრების დაწყება

• პოზიტიური განწყობა

შეკვეთა