შეთავსება
ვერძი
მერწყული
ზოგადი შეთავსება

ასეთი საქორწინო კავშირი შეიძლება იყოს ბედნიერი და წარმატებული იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ვერძი არ დაჯაბნის მერწყულის ნათელ ინდივიდუალიზმს, ხოლო ეს უკანასკნელი არ აეჭვიანებს ვერძს. სტატისტიკის მიხედვით ასეთი ქორწინებისას იბადებიან ყველაზე ნიჭიერი ბავშვები. ამ წყვილის ფიზიკური კავშირი იქნება ვნებიანი და ბევრ სიახლეს მოუტანს ორივე მათგანს. რომელი უფრო მეტად აღაგზნებს და იზიდავს — ამის თქმა რთულია. ამ საქორწინო კავშირში თუ ჩნდება რაიმე უსიამოვნება, მაშინვე არ ვლინდება, ამას წლები სჭირდება. ვერძის მიდგომა «გადაღუნო და გადატეხო» - უბრალოდ არ მუშაობს, რადგან საკმაოდ მოქნილი მერწყულის ამ მდგომარეობაში ჩაყენება ადვილი არ არის. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო სიტყვა მაინც ვერძს ეკუთვნის.

სექსუალური შეთავსება

მათი ფიზიკური კავშირი იქნება ვნებიანი და ბევრ სიახლეს მოუტანთ. ურთიერთობაში ვერძს დომინანტი პოზიცია ექნება, რადგან მერწყული გაცილებით პასიურია, თუმცა, ის არც დანებდება და არც დათმობს, თუ ვერძის ქცევა მისთვის მისაღები არ იქნა. მათი კავშირი უჩვეულო მოვლენებით სავსე და საინტერესო იქნება, ხოლო ურთიერგაგების შემთხვევაში, ქორწინებაც წარმატებული გამოუვათ.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება