შეთავსება
კირჩხიბი
ვერძი
ზოგადი შეთავსება

ამ წყვილის ქორწინება ძალიან პრობლემატურია. მიუხედავად ძლიერი ფიზიკური ლტოლვის არსებობისა, მათ ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში. ვერძები მუდმივად იზიდავენ შედარებით სუსტ არსებებს, მათ შორის კირჩხიბებსაც, რომლებსაც უნდათ ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტის გამოცდა. ვერძის მკლავებში კირჩხიბი ივსება ემოციებით, სულიერი ღელვით და გრძნობების მორევში ეშვება. პრობლემა იმაშია, რომ გრძნობები თუ გაცვდა, ვერძი ვეღარ იღებს საკმარის სიამოვნებას და წვყილს შორის იწყება კინკლაობა წვრილმანებზეც კი. შეუსაბამო ტემპერამენტი მათი გაერთიანების საშუალებას არ იძლევა. ამ კავშირში წამყვანი როლი ექნება ვერძს და მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული ამ წყვილის მომავალი. მათი კავშირი დადებითად ვერ ჩაითვლება.

სექსუალური შეთავსება

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეიძლება ჭარბი ვნება და ერთმანეთისადმი ლტოლვა გაჩნდეს, კიბო თვლის, რომ ვერძი ზედმეტად თავგადასავლებისმოყვარეა. ის ახდენს კიბოს ეჭვიანობის პროვოცირებას, ხოლო კიბო თავის მხრივ გულს ტკენს ვერძს მახვილი ენით. რთული კავშირია, ქორწინება კი წარუმატებელი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება