pixel
შეთავსება
მორიელი
ვერძი
ზოგადი შეთავსება

ორივე დამოუკიდებელი ნიშანია და არ უყვართ როცა აკონტროლებენ. მათ შეუძლიათ გახდნენ განუყრელი მეგობრები ან დაუნდობელი მტრები. მხოლოდ თავისუფლებით, დამოუკიდებლობითა და თანაბარუფლებიანობით შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი ამ ნიშნებს შორის კავშირს. ვერძმა აუცილებლად უნდა აკონტროლოს თავისი იმპულსური ნატურა და უგუნური ეჭვიანობა, თავნებობა და სხვების დაქვემდებარების სურვილი. ხოლო მორიელს მოუწევს გამოიყენოს თავისი თანდაყოლილი დიპლომატიური შესაძლებლობები, ეშმაკობა და თავის ვერძს მორიელი ყოველთვის სინაზით, სითბოთი და სიყვარულით უნდა მიუდგეს, არ უნდა უღალატოს. თუ ყველა ეს მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, კავშირი არამარტო წარმატებული, არამედ ბედნიერების მომტანიც შეიძლება იყოს.

სექსუალური შეთავსება

ძალიან არამყარი კავშირია. ვერძი სიახლეების მოყვარულია, რაც მორიელს მოსწონს, მაგრამ ვერძის თავისუფლების ზედმეტად სიყვარული მიუღებელია ეჭვიანი მორიელისთვის. ორივე ეგოისტიური, დინამიური და ამბიციურია. მათ შორის შეიძლება გაჩნდეს ძლიერი მიზიდულობა, მაგრამ მათი ინდივიდუალიზმი შეუთავსებელია. შესაძლოა მხოლოდ მოკლევადიანი კავშირი.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება