pixel
შეთავსება
მშვილდოსანი
ტყუპები
ზოგადი შეთავსება

ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშანი ერთმანეთს მაგნიტივით იზიდავს. ყველაზე მეტ სიამოვნებას მათ სულიერი თანხვედრა ანიჭებთ, რადგან სხვადასხვა სფეროში ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მშვილდოსანი უფრო ინტელექტუალურია, ტყუპები გართობის მოყვარული ქარაფშუტები. ორივე ჯიუტია, უყვართ კამათი და სჭირდებათ თავისუფლება. შესაძლოა სექსშიც ვერ შეეწყონ ერთმანეთს, რადგან ორივე თავშეკავებულია, ხოლო ტყუპების მწარე ენა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. მათი რომანი ისევე ხმაურით დასრულდება, როგორც დაიწყება.

სექსუალური შეთავსება

ძალიან არასერიოზული და მოუსვენარი ნიშნები არიან იმისათვის, რომ მყარი კავშირის შექმნა შეძლონ. მათ გართობა და ხმაურიანი კამპანიები უყვართ. ცალ-ცალკე ორივე ფლირტის მოყვარეა, რის გამოც, გართობის შემდეგ ერთმანეთს აკრიტიკებენ და ხშირად ჩხუბობენ ეჭვიანობის ნიადაგზე. მათი კავშირი უიმედოა.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება