შეთავსება
ტყუპები
თევზები
ზოგადი შეთავსება

მათი ურთიერთობა სავსეა ვნებით იმდენად, რამდენადაც პრობლემებით. ემოციური თევზები ძალიან სწრაფად ბრაზდებიან მოუფრთხილებელი ტყუპების მწარე გამონათქვამებზე. მათი ცვალებადი და მოთამაშე ხასიათი გულს ტკენს თევზებს, რადგან ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ყოველი მათგანი თავისებურად ტყუის: ტყუპები ბევრ რამეს მალავენ რეალობიდან. მათ თავისუფლება და ახალი ჰორიზონტები სჭირდებათ, თევზებს არ შეუძლიათ დაცულად იგრძნონ თავი ტყუპების გარემოცვაში და ცდილობენ პარტნიორის თავისუფლება შეზღუდონ. ჩაკეტილ სივრცეში კი ტყუპები კვდომას იწყებენ.

სექსუალური შეთავსება

მათ ერთად შეუძლიათ  გამოავლინონ უსაზღვრო სექსუალური ფანტაზიები და სიამოვნება მიიღონ საწოლში. თუმცა, თევზები ზედმეტად ემოციურია ტყუპისთვის. თავის მხრივ, ტყუპების არასტაბილურობა თევზებს უჩენს ეჭვებს და უნდობლობას. მათ შორის შეიძლება იყოს რეალურად კარგი კავშირი, მაგრამ საბოლოოდ მის შენარჩუნებას იშვიათად ახერხებენ. საკმაოდ სარისკო ურთიერთობაა და ქორწინებას პერსპექტივა არ აქვს.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება