ფინანსური ჰოროსკოპი

თხის რქა

კვირის თვის
22 აპრილი - 28 აპრილი
ამ კვირაში ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ ფინანსურ რესურსებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ. არსებობს გარკვეულ პროექტებში ფულის დაბანდების რისკი, რაც რეალურად შესაძლოა ფინანსური პირამიდა აღმოჩნდეს. ნუ ენდობით მათ, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ ამ პროექტის მომგებიანობაში. ნებისმიერი სახის ფინანსური სპეკულაციები შესაძლოა უდიდეს რისკად და ფინანსურ დანაკარგად დაგიჯდეთ ამ კვირაში. რეკომენდირებულია, მაქსიმალურად შეამციროთ ხარჯები და გადადოთ ყველანაირი შესყიდვები. შესაძლოა, კვირის შუა ნაწილში, ფულის დაკარგვის განსაკუთრებით დიდი რისკი გაჩნდეს, თუმცა, ზუსტად რა გზით, ამის თქმა რთულია. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე. ამ დღეებში, არასასურველია ინვესტიცია საქონლის საბითუმოდ შესაძენად შემდგომი გაყიდვისთვის, რადგან ის შეიძლება არალიკვიდური აღმოჩნდეს. ახლა სარეკლამო კამპანიაში ჩადებულმა თანხამ შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინი.