1931 (მეტალი)
1943 (წყალი)
1955 (ხე)
1967 (ცეცხლი)
1979 (მიწა)
1991 (მეტალი)
2003 (წყალი)
2015 (ხე)
ჩინური დასახელება: იან
ჩინური ზოდიაქოს ნიშანი : მერვე
დროის მონაკვეთი როდესაც ნიშანი აქტიურია: 13:00 - 15:00
ელემენტი: მიწა
ელეგანტური, არტისტული, ბუნების მოყვარული. თხას შეეძლო გამხდარიყო ყველაზე მომხიბლავი ნიშანი, რომ არ იყოს მერყევი, პესიმისტი, მოუსვენარი და აბეზარი. თხა არასდროს არ არის თავის ბედის კმაყოფილი. იგი აღიზიანებს გარშემომყოფთ თავისი გაუთავებელი მოთხოვნებით. წამგლეჯია, თუმცა ამას თავად ვერ გრძნობს, უდისციპლინო, სისტემატურად აგვიანებს, დროის ფაქტორი მას აუტანელს ხდის. მაგრამ ამასთანავე შეუძლია თავიც მოაწონოს სხვებს - ეს მის ინტერესებშია, გამოიყენოს და იცხოვროს მათ ხარჯზე.
იგი ადვილად ეგუება ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციას. იმ მომენტიდან, როცა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მინიმუმით, არის მოკრძალებული, ქალური, ზედმეტად ნაზი, უყვარს ჩივილი, მოსწონს როცა მასზე ლაპარაკობენ, მისით ხელმძღვანელობენ, რჩევას იღებენ, ითვალისწინებენ მის მუდმივ მერყეობას, მის საჩივრებს, ხრიკებს. მან არასდროს არ იცის რა გზას დაადგეს და ყოველთვის სხვას ეყრდნობა. ამასთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახასიათებს პესიმიზმი, მისი მანერები ნაზი და დახვეწილია, მაგრამ ხასიათი ჭირვეული. ხშირად მორწმუნეა, სარწმუნოების მიუხედავად წესებს ასრულებს იმის მიხედვით, რომ მისი ცხოვრება იყოს მყარი და უდრტვინველი. ამასთანავე თხა კეთილი და სანდომიანია. უყვარს ქველმოქმედება, უნაწილებს თავისზე ღარიბებს, რაც გააჩნია, და ზოგჯერ იმასაც, რაც მას არ ეკუთვნის. თხის მისამართით უნდა ითქვას, რომ მას არ აქვს საკუთრების გრძნობა. თხა ადვილად აძლევს სხვას უფლებას უხელმძღვანელოს, მოითხოვოს, მაგრამ იგი თავის თოკსაც საკმაოდ კარგად ეწევა.
ხალხური სიბრძნე გვასწავლის, რომ თხა, რომელიც კარგ მდელოზე ძოვს ბალახს, უფრო წყნარი და დამჯერია იმ თხასთან შედარებით, რომელიც ცუდ მდელოზე ძოვს, განუწყვეტლივ ჩივის და „კიკინებს". ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ცხოვრება მასზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სხვაზე ან უბრალოდ იღბალზე, ბედისწერაზე, მისი კეთილსინდისიერება განსაცვიფრებელია. მას არა აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ გააჩნია ინიციატივა, ნებისყოფა. იგი შექმნილია მორჩილებისათვის და კეთილისმყოფელის გავლენის ქვეშ შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს, იბრწყინოს ხელოვნების რომელიმე სფეროში და ა. შ. მას აქვს გემოვნებაც და ნიჭიც. შეუძლია იყოს კარგი სპეციალისტი, წარმატებით შეასრულოს სამუშაო, რომელშიც ერთდროულად შერწყმულია ტექნიკური და არტისტული ოსტატობა. ჭკვიანია, მაგრამ არასდროს არ თამაშობს მთავარ როლს, ეს უკეთესია მისთვის. არის რა სასურველი კომპანიონი (როცა ლაპარაკია წყნარ სამუშაოზე), მას შეუძლია გახდეს კარგი უფროსიც. მისი არსება სავსეა ფანტაზიით, ეს არის ქალური ნიშანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა აღზრდამ და ტრადიციებმა მიგვაჩვიეს უფრო იოლად ვაპატიოთ ქალებს მათი დამოუკიდებლობა, თხას სურს იცხოვროს მშვიდად და ოცნებობს ქორწინებაზე, რომელიც მოუტანს სიმდიდრეს, შეძენს დიდსულოვან მეცენატს, ან გამოსადეგ მეგობარს. მას ასევე შუძლია იცხოვროს მდიდარ მშობლებთან. იგი იმავე მასალისაგან არის შექმნილი, რომლისგანაც უდიდესი მსახიობები, მწერლები; ყველაფერი დამოკიდებულია ბედზე, ზეგავლენაზე, იმ ბალახის ხარისხზე, რომელსაც იგი ძოვს. გაურბის კომერციას, ძნელად გადმოსცემს თავის აზრებს, ლაპარაკობს ხან ჩქარა, ხან ნელა.
არ უნდა წავიდეს ომში, რადგან არასოდეს არ იქნება არც უფროსი, არც ჯარისკაცი. არ ექნება სერიოზული პრობლემები, იქ სადაც ლაპარაკია ტანსაცმელზე, სუფრაზე, კომფორტზე. მას უდიდესი უნარი აქვს, მოგიკაკუნოს კარზე, თუ თქვენ კეთილმოწყობილი ბინა გაქვთ, რომელშიც იკრიბებიან მსახიობები. მოარიდეთ თავი თხის შეშვებას და მის იქ მოკალათებას, ამით საფრთხეში იგდებთ თავს, რამეთუ მისი მერე იმ ადგილიდან დაძვრა გაგიჭირდებათ. კომფორტი ესაჭიროება წონასწორობისათვის, მსახიობებთან ურთიერთობა კი მის წინსვლას უწყობს ხელს.
თუ თხა ცხოვრების მეგზურად ირჩევს კატას, ღორს ან ცხენს, ყველაფერი კარგად წავა, ისინი უზრუნველყოფენ მის ცხოვრებას. მისი ახირება, ჟინი ართობს კატას, ღორი ყველაფერს გადაიტანს განსაზღვრულ დრომდე და სრულებითაც არ შეაწუხებს ეგოისტ ცხენს. სხვა ნიშანი თხას ვერ აიტანს ხანგრძლივად. განსაკუთრებით ხარი. თუ ხარი უზრუნველყოფს ოჯახურ სიმშვიდეს, ბევრსაც მოითხოვს სანაცვლოდ, თხა კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. რაც შეეხება ძაღლს, მათი ურთიერთობა როგორც სიყვარულში, ასევე მუშაობაში განწირულია. ეს ორი პესიმისტი მთელი ცხოვრება იქნებოდნენ როგორც ძაღლი და რკინის საყელო - ერთმანეთის უმადურები. ყოველ შემთხვევაში, თხა რომელ ნიშანთანაც არ უნდა შევიდეს კონტაქტში, მას იგი ქუსლის ქვეშ არ ეყოლება. მეორე ფაზა მისი ცხოვრებისა შეეხება მისსავე გრძნობებს და იქნება მომგებიანი. დანარჩენ შემთხვევებში უნდა გვახსოვდეს, რომ კარგ "მდელოზე" მატერიალურად უზრუნველყოფილ და მრჩევლებით გარშემორტყმულ თხას შეუძლია ჰქონდეს წარმატება.