1930 (მეტალი)
1942 (წყალი)
1954 (ხე)
1966 (ცეცხლი)
1978 (მიწა)
1990 (მეტალი)
2002 (წყალი)
2014 (ხე)
ჩინური დასახელება: მა
ჩინური ზოდიაქოს ნიშანი : მეშვიდე
დროის მონაკვეთი როდესაც ნიშანი აქტიურია: 11:00 - 13:00
ელემენტი: ცეცხლი
ცხენი კარგად წარმოგვიდგება: მას აქვს მშვენიერი ტანადობა, უყვარს სანახაობა, თეატრი, კონცერტი, სპორტული შეჯიბრი, მოკლედ, ყველაფერი, სადაც ხალხია. ცხენს უყვარს ქათინაურები, იგი მხიარულია, ენაჭარტალა და პოპულარულიც არის. შეუძლია საგრძნობ წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. რაც მას დიდ კმაყოფილებას მოჰგვრის. ბრწყინვალე ორატორია და ადვილად ეხერხება მართოს ხალხი. მისი გონება უფრო ადრე აღიქვამს ადამიანთა ნააზრევს, ვიდრე ისინი გამოთქვამენ. ეს აძლევს საშუალებას განსაზღვროს, უარყოს ან მოიწონოს აზრი.
ფიზიკურ შრომაში უფრო მოხერხებულია, ვიდრე გონებრივში, სინამდვილეში მან ეს კარგად იცის; მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს დამაჯერებელი გარეგნობა, არ ენდობა თავის თავს. ეს მისი სისუსტეა. ცხენი ცხელსისხლიანია (აქედან არის გამოთქმა “ცხენის სიფიცხე”). იგი ადვილად გამოდის წონასწორობიდან და ამიტომ ხშირად კარგავს მიღწეულს. ვინც ერთხელ მაინც იყო მისი რისხვის მოწმე, არასოდეს ენდობა, რამეთუ მის რისხვაში არის რაღაც ინფანტილური; იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას, მან უნდა ჩაახშოს თავის თავში ეს თვისება.
ცხენი ეგოისტია. იგი სინდისის ქენჯნის გარეშე გადათელავს ყველას, ვინც აღუდგება. ხშირად საკუთარი პრობლემებითაა დაკავებული, მაშინაც კი, როცა სხვის საქმეებში ერევა. ბუნებით ცხენი ძალზე დამოუკიდებელია. იგი არ ღებულობს რჩევას და იქცევა ისე, როგორც მოისურვებს. კარგი იქნებოდა თუ ახალგაზრდობაში მიატოვებდა მშობლიურ სახლს, რათა ეცხოვრა თავისი ცხოვრებით. უფრო სწორედ, ამას სიამოვნებით გააკეთებს, რადგან გარემო ძალიან ზღუდავს მას.
როცა ოჯახს შექმნის, კეთილისმყოფელია, იგი მთავარი პერსონაჟია, ეს კი ხიბლავს მას. ყველაფერი იქნება მის კისერზე – მისი მდგომარეობა, პრობლემები, პერანგის დაუთოება და ნაკეცები შარვალზე... უნდა ითქვას, რომ ეს დამოკიდებულება გამართლებულია მისი ყოფნის ფაქტით, სხვანაირად ყველაფერი დაიმსხვრევა, როგორც ხუხულა, თუმც ეს ეგოისტი მუშაობს თავისთვის და საკუთარი წარმატებებისათვის, მისი შრომის ნაყოფით სარგებლობს ყველა. ცხენი კარგი ფინანსისტია. მას შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერი სპეციალობა, რომელიც არ მოითხოვს სიმარტოვეს ან მოვლენათა ჭეშმარიტი არსის განჭვრეტას. ყოველთვის აქვს მოთხოვნილება, იყოს პატივისმცემელთა გარემოცვაში და ისმენდეს ქათიანურებს მისი მისამართით.
საწინააღმდეგო სქესთან დამოკიდებულებაში ცხენი ამჟღავნებს სისუსტეს, ის ყველაფერს დათმობს სიყვარულისთვის. შეყვარებული ცხენის ვნება ისეთი ძლიერია, რომ შეიძლება ყველაფრისადმი აბსოლუტურად გულგრილი გახდეს, ამიტომ იგი ხშირად იტანს მარცხს. თუ შეძლებს სისუსტის დაძლევას, მისი პატივმოყვარეობა იქნება მისსავე ვნებაზე ძლიერი, შეუძლია ჰქონდეს წარმატება და იყოს ბედნიერი.
ცხენს შეუძლია თავისი ცხოვრება თხას დაუკავშიროს. ისინი ითანაშრომლებენ და ერთად აუვლიან გვერდს უფსკრულს. თხის ჭირვეული და ცვალებადი ხასიათი ცხენის ეგოიზმზე მაღლა დადგება; იგი ვერც ამას შენიშნავს. ცხენი შეინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ვეფხვთან, ძაღლთან. ეს უკანასკნელი ყოველთვის დაკავებულია დიდი პრობლემების გადაწყვეტით, არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს ცხენის გრძნობების მერყეობას. ცხენს შეუძლია თავისი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშიროს ბედი ვირთხას, განსაკუთრებით თუ იგი ცხენი-ქალია და ამასთანავე ცეცხლოვანი (1906, 1966 წ.). ამ ორი ნიშნის შეერთება წარმოქმნის ნაპერწკლებს და შეიძლება მიგვიყვანოს დრამამდე.
ცხენის ცხოვრების პირველი და მეორე პერიოდი არ იქნება წყნარი. ახალგაზრდობაში იგი ოჯახს დატოვებს და ეს არ ჩაივლის უსიამოვნების გარეშე. რაც შეეხება გრძნობებს, ამ მხრივაც მისი ცხოვრება მშფოთვარეა. მისი ცხოვრების მესამე პერიოდი მშვიდობიანია.
არ შეიძლება ვილაპარაკოთ ცხენზე და არაფერი ვთქვათ ცეცხლოვანი ცხენის წლებზე, რომელიც მეორდება ყოველი 60 წლის შემდეგ. (1846, 1906, 1966, 2026). ეს ცხენები არახელსაყრელია ოჯახებისათვის, სადაც არიან ცხენები; მათ უბედურება, ავდმყოფობა მოაქვს ზემოთ აღნიშნულ წლებში. ცეცხლოვანი ცხენის წლებში დაბადებულ მამაკაცებსა და ქალებს ახასიათებთ იგივე, რაც ცხენის წლებში დაბადებულთ, მაგრამ თვისებები შესაძლებელია წარიმართოს როგორც კარგი, ასევე ცუდი მიმართულებით. ხდებიან უფრო შრომისმოყვარენი, მოქნილნი, სამწუხაროდ, ხშირად ეგოისტები. მათი ვნებიანი ტემპერამენტი უბიძგებთ უკიდურესობისაკენ. ზოგიერთი თვლის მათ უფრო შესაფერს ოჯახისათვის, მაგრამ სინამდვილეში, ცეცხლოვანი ცხენი იწვევს სირთულეებს სახლში, რომელშიც დაიბადა, ოჯახში, რომელსაც იგი შექმნის. ეს თეორია წარსულის არა ერთ ფაქტს ეყრდნობა. მისი ცხოვრება არის განსაკუთრებული, მოულოდნელობით სავსე, ვიდრე ჩვეულებრივი ცხენის ცხოვრება. ის თავის თავში ატარებს ნიჭს – იყოს პოპულარული, ეს შეიძლება გამოიხატოს სიკეთით ან ბოროტებით.