დილა დღე საღამო
წარმოგიდგენთ მარტივ და საინტერესო მკითხაობას „დილა დღე საღამო“. მოცემული
მკითხაობა ეკუთვნის რაიდერ უაითს, რომელიც გვიჩვენებს ჩვენთვის საინტერესო დღის
მოვლენებს (დღეს, ხვალ თუ ნებისმიერ დროს), ესე იგი, იმ შესაძლო მოვლენებს,
რომელიც მოხდება დილით, შუადღისას ან საღამოს (შეიძლება ღამითაც). მკითხაობა
მოკლეა და პასუხობს მცირე თეზისებით, ამიტომაც იგი ითვლება ექსპრეს
გადანაწილებად.
ბედის გაგება შეიძლება დილით, როდესაც გაიღვიძებთ, ან ძილის წინ. კარგად აურიეთ
კარტი, ჩაიფიქრეთ დღე, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და მარცხენა ხელით
აირჩიეთ სამი ვარიანტი. ზუსტად ისინი გიპასუხებენ, თუ რა მოხდება დილით, დღისით
და საღამოთი (ღამით).