ნიშნები და ცრურწმენა
• თუ ბაყაყები ნაპირზე დახტიან - წვიმის ნიშანია.
• თუ წყალზე წვეთებისგან დიდი ბუშტები ჩნდება - ხანგრძლივი წვიმა იქნება.
• თუ აპრილის პირველი დღეები ქარიანია  - ივნისში მასიური წვიმა იქნება.
• მაღალი და მრგვალი ცისარტყელა - ქარი იქნება; დაბალი და გრძელი – ცუდი ამინდი იქნება.
• თუ საღამოს კალიები ძლიერ ხმაირიბენ - კარგი ამინდი იქნება.
• მშრალი მარტი – მოსავლიანობის ნიშანია; წვიმიანი – უნაყოფობის.
• ბეღურების გუნდები - მშრალი და კარგი ამინდის ნიშანია.
• წითელი ნამგალა მთვარე - წვიმის ნიშანია.
• ზამთარში ხშირი ვარსკვლავები ცაზე - სიცივის ნიშანია, ზაფხულში - კარგი ამინდის.
• ზაფხულში ნათელი, მახვილწვერიანი მთვარე - კარგი ამინდის ნიშანია; ზამთარში - სიცივის.
• ნამგალა მთვარე რქებით დაბლა - სითბოს ნიშანია.
• თუ მთვარე დაბინდულია - იწვიმებს, თუ სუფთა და ნათელია – კარგი ამინდი იქნება.
• გრუხუნი ზამთარში - ძლიერი ქარის ნიშანია.
• კვამლი სვეტურად თუ დგას - ყინვა იქნება.
• მუხლის ქვეშ ქავილი – ამინდის ცვლილების, დათბობის ნიშანია.