• თუ მეორადი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, უმჯობესია მდიდარი მეპატრონისგან შეიძინოთ. თუ პატრონი მანქანას უფულობის გამო ყიდის, მანქანასთან ერთად თქვენზე გადმოვა ფინანსური პრობლემები.
ჩიტის სკლინტი მანქანაზე - ფინანსური წარმატება, თუმცა თუ გინდათ, რომ ეს აღსრულდეს, სასწრაფოდ უნდა გაწმინდოთ მანქანა.
ორშაბათს არ შეიძლება შორ გზაზე გამგზავრება
მანქანაში საუბარი მის გაყიდვაზე არ შეიძლება, შეიძლება ავტომობილი განაწყენდეს და ხშირად იმტვრეოდეს.
თუ შემთხვევით ვერ ნახულობთ მანქანის გასაღებს, ან ბორბალი დაგეშვათ, არ ღირს გამგზავრება.
თუ მანქანის სერიაში არის ასო "უ", ურევია ციფრი 7, ან რიცხვები იყოფა 7-ზე, ეს კარგის ნიშანია.
არ უნდა გარეცხოთ მანქანა თქვენი ფანჯრების წინ, შეიძლება ვინმემ გაიტაცოს.
თუ შეინახავთ მანქანაში იმ ლურსმანს, რომელმაც გახეთქა თქვენი ბორბალი, კარგის ნიშანია. სამომავლოდ თქვენ დაიცავთ მანქანას მსგავსი პრობლემისგან.